საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:08 - 13 იანვარი 2023 hits 14327

„მთის ამბების“ ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი იწვევს ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ინგლისური ენის მოკლევადიან სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან ახალგაზრდები 16 წლიდან, რომლებიც მუდმივად ან სეზონურად ცხოვრობენ აღნიშნულ კუთხეში. პრიორიტეტი მიენიჭებათ ეკოტურიზმში ჩართულ ან ამით დაინტერესებულ პირებს, გოგონებს, ქალებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ. კითხვაზე - რაზე შემოგაქვთ განაცხადი, მიუთითეთ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სწავლა უფასოა და სწავლება დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსის საბოლოო დეტალები - ხანგრძლივობა და ინტენსივობა დაზუსტდება ცალკე, მონაწილეთა შერჩევის პარალელურად. (სავარაუდოდ, სასწავლო კურსი იქნება 3-4 თვიანი, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, თითოეული ლექციის ხანგრძლივობა 1.5 სთ). სასწავლო კურსს გაუძღვება მაღალი კვაფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტი. 

სასწავლო კურსის დროს მონაწილეთა ინტერნეტით უზრუნველყოფის ხარჯებს (ასეთი საჭიროების შემთხვევაში) ორგანიზატორი დაფარავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში