საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სახლი მთასთან ახლოს - ვაშენებთ ერთად, ხანდაზმულებისთვის, შემოწირულებებით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:29 - 23 დეკემბერი 2022 hits 21267

მთაში არაერთი ხანდაზმულია უმძიმეს პირობებში - თავშესაფრის, საკვების, ზრუნვის გარეშე. ბოლო პერიოდში, მკითხველის ფინანსური მხარდაჭერით და „მთის ამბების“ აქტიური ჩართულობით, მრავალწლიანი უსახლკარობის შემდეგ ხის პატარა სახლები ავუშენეთ მიხა პაპასა და ბლოელ გოგიას - ხევსურეთის სოფლებში, საბედა ბებოს - ხორხის ხეობაში, კვანჭიანების ოჯახს - ზემო სვანეთში. ავუშენეთ იქვე, იმიტომ, რომ ასე ითხოვდნენ და უმეტესად უგზოდ, უშუქოდ, უექიმოდ დარჩენილი და გაუკაცრიელებული მშობლიური სოფლებისადმი, მათ დამოკიდებულებას, ბმას, სიყვარულს, ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის ახსნა არ სჭირდება, თუმცა ზამთარში თითქმის ვერაფრით ვეხმარებით.

მიხა პაპას მაგალითმა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სწორედ უექიმობის, უყურადღებობის გამო ისე გაუარესდა, რომ ახლაც მძიმეა, გვიბიძგა, ავაშენოთ:

  • სახლი მთასთან ახლოს - სადაც ხანდაზმულები კეთილმოწყობილ პირობებში იცხოვრებენ და ადამიანის ყველა უფლებით ისარგებლებენ;
  • სახლი მთასთან ახლოს - სივრცე, რომელიც ხანდაზმულებს, ჩვენს მარტოკაცებს და არამხოლოდ მათ, ეგულებათ ღირსეული სიბერისთვის.

ვიცით, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ სხვაგვარად არ შეგვიძლია! თქვენი მხარდაჭერით, ამ ამბავსაც შევძლებთ.

ვიწყებთ აქტიურ სამუშაოებს - ამ ეტაპზე, შეღავათიან ფასში ვეძებთ დაახლოებით 500-600 კვმ მიწის ნაკვეთს, მთასთან ახლოს - ფშავის, თიანეთის, კახეთის სოფლებში, წყნარ ადგილას. ასევე, ვეძებთ კომპანიას ან ფიზიკურ პირს, რომელიც უმოკლეს ვადაში დაგვეხმარება განსაზღვრული დიზაინით სამშენებლო (არქიტექტურული) პროექტის შედგენაში. შეგვეხმიანეთ: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #სახლიმთასთანახლოს

#ღირსეულისიბერისთვის

#მთისამბები

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში