საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაშავდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:44 - 20 ივნისი 2022 hits 3012

სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, კიდევ ერთი მუშა დაშავდა. შემთხვევა 19 ივნისს მოხდა. დაშავებული ჩინეთის მოქალაქეა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში „მთის ამბებს“ უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

13 ივნისს, იგივე გვირაბის მშენებლობისას, სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის ერთი მოქალაქე, 33 წლის მამაკაცი დაიღუპა, 2 დაშავდა, რამდენიმე კი მოიწამლა. შემთხვევა გვირაბში, დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმეში მოხდა, თუმცა მაშველებმა ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ გამოიტანეს, რადგან დიდი რაოდენობით მხუთავი გაზი იყო დაგროვილი. გვირაბის მშენებლობისთვის აფეთქების დროს სიღრმიდან მხუთავი გაზი გამოდის, რომელსაც არც სუნი აქვს, არც გემო და ადამიანისთვის სრულიად შეუმჩნევლად ვრცელდება, მაღალი კონცენტრაციის დროს კი, ძლიერ მოწამვლას ან სიკვდილს იწვევს. ფაქტის გამოძიება იმავე დღეს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. საქმეში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო, თუმცა არცერთ უწყებას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ქვეშეთი-კობის გზას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩინური კომპანია აშენებს. პროექტის ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებენ. ახალი გზის სიგრძე 23 კმ იქნება, რაც ქვეშეთიდან კობამდე მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო ერთი საათით შეამცირებს. ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის და ჯვრის უღელტეხილის გავლით. მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში