საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:16 - 24 თებერვალი 2022 hits 3050
ფოტო © france-press
ახალი ამბები
ფოტო © france-press

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.

„24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

საქართველოს საელჩო, კიევი: +380 (63) 376 77 68; +380 (44) 590 69 50; +380 (93) 544 01 47;

გენერალური საკონსულო, ოდესა: + 380 (63) 176 75 55; +380 (93) 761 17 17;

საგარეო საქმეთა სამინისტრო: +995 (32) 2 94 50 50;

24 თებერვალს, ადგილობრივი დროით 05:00 საათზე (თბილისის დროით დილის 7 საათი) რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. დაბომბეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აღმოსავლეთში, აეროდრომები და სამხედრო ობიექტები. რუსეთის ძალებმა უკრაინის საზღვრებს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც შეუტიეს. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს უკრაინის მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვასა და ლიეტუვაშიც. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფეთქებების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს 6 რუსული თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი, ასევე, გაანადგურეს 2 ტანკი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია დაახლოებით 50 რუსი ჯარისკაცი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში