საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

26–27 ნოემბერს მუსიკალური ღონისძიება ფშავში

hits 4089

2016 წლის 26-27 ნოემბერს, ფშავში, არაგვის სათავგადასავლო ცენტრში „საქართველოს ჰარმონიული გუნდის“ ორგანიზებით პირველად ტარდება ყოველწლიური მუსიკალური დამშვიდობება შემოდგომასთან - „ზამთრისპირულა“.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდება ფოკლორის, ჯაზის, ქალაქური მუსიკის კომპოზიციები.

14:30 საათზე დაგეგმილია ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი, ასევე ადგილობრივი და სხვა შემსრულებლები.

20:00 საათზე გაიმართება ჯგუფ „On the roud“–ის კონცერტი.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ფშაური ტრადიციული კერძები (ფშაური ხინკალი, დამბალხაჭო, ქადა).

დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი კონკურსების გამართვაც, გამარჯვებულებს წამახალისებელი პრიზები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა თან უნდა იქონიონ საძილე ტომარა, კარავი, პარალონი. ამ ნივთების არქონის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ღონისძიების ორგანიზატორებს და შეძლებისდაგვარად გაგიწევენ დახმარებას.

ბილეთის ფასი- 35 ლარი. ფასში შედის მგზავრობის, კონცერტზე დასწრების, ბანაკის ტერიტორიაზე საკარვე ადგილის საფასური. ბილეთის ფასში არ შედის კვება. ტრანსპორტირება მოხდება თბილისიდან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზატორებს: 599 78 20 80 - ნოდარი; 598 599 258 - ლელა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში