საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთავრობა ჯოჭოში მეწყრის საფრთხეზე ინფორმირებული იყო - ნაპოვნია 3 ცხედარი, 3-ს ეძებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:27 - 02 ოქტომბერი 2020 hits 5866

საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები იყო მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მთავრობას ურჩიეს სოფელ ჯოჭოს ლოკალურ უბნებზე გაბიონის ტიპის ფერდობ და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაეტარებინა. 1-ელ ოქტომბერს, ღამით, ჯოჭოში ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად დამარხა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ოჯახის ერთი წევრის ცხედარი იპოვეს, მამას და არასრულწლოვან შვილს ამ დრომდე ეძებენ.

ჯოჭოში მეწყერმა მოიყოლა ავტომობილიც. ორი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

ავტოამწის დახმარებით მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი, რომლის მძღოლიც დაკარგულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჯოჭოში დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე ასევე ნაპოვნია სახლის სახურავის ფრაგმენტი.

გვიან ღამით აჭარაში ჩავიდნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან. ადგილზე მობილიზებულია 150-ზე მეტი მაშველი.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს ეხება. რამდენიმე ადგილას, გზაზე ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ გეოლოგიის დეპარტამენტის ანგარიშს იცნობს და ჯოჭოში გარკვეული სამუშაოები წელსც ჩაატარეს და გასული 2 წლის განმავლობაშიც.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვახტანგ დიასამიძის განმარტებით, ოჯახს, რომელიც გუშინ ღამით მეწყერმა მოიყოლა, მერიისთვის რაიმე საფრთხის შესახებ და ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში