საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ჩარგალის წყაროებმა“ ლიმონათის წარმოება შეაჩერა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:44 - 17 მარტი 2017 hits 14439

კომპანია „ჩარგალის წყაროები“ ლიმონათის წარმოებას აჩერებს და მინერალური წყლის შიდა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.

„6 სახეობის ლიმონათს ვუშვებდით. ამ ეტაპზე კომპანიამ ლიმონათის წარმოება შეაჩერა, რადგან ჩვენი მთავარი პროდუქტი წყალია. „ჩარგალის წყაროების“ წყალი ექსპორტზე გადის თურქმენეთსა და ბელორუსიაში და კარგად იყიდება. გარკვეული  ჩავარდნა გვქონდა შიდა ბაზარზე, რადგან სარეკლამო კამპანიისთვის საკმარისი თანხა აღარ გვქონდა. „ჩარგალი“ მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის მაღაზიებში იყო წარმოდგენილი და სხვა რეგიონებში არ იყიდებოდა. წელს ვაპირებთ ამ ხარვეზის გამოსწორებას. ზაფხულიდან „ჩარგალის წყაროების“ წყალი თბილისის მსხვილ სუპერმარკეტებშიც გაიყიდება. ვფიქრობთ ბათუმში შესვლაზე და ახალ საექსპორტო მიმართულებებზე,“ - უთხრა „მთის ამბებს“ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, დავით მაწკეპლაძემ.

მაწკეპლაძის განცხადებით, „ჩარგალი“ პრემიუმ ხარისხის წყალია, რომელიც ასევე მაღალი ხარისხის ბოთლშია ჩამოსხმული და მას იგივე ფასი ექნება, რაც „ბორჯომს“ და „ნაბეღლავს“.

კომპანიის - „ჩარგალის წყაროები“ ძირითადი საქმიანობა მინერალური და მტკნარი წყლის წარმოებაა. კომპანიის მფლობელობაშია ნატურალური მინერალური წყაროს წყალი „კაწალხევი“, მაღალ მინერალიზირებული წყლის ორი ჭაბურღილი და ნახშირორჟანგის საბადო, რომელიც დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ფშავის არაგვის ხეობაში, სოფელ ჩარგალში მდებარეობს.

„ჩარგალის წყაროებმა“ 1961 წელს აშენებული ქარხანა, სადაც წყალი - „ვაჟას წყარო“ ისხმებოდა, 2007 წელს იყიდა.

მინერალური წყაროს წყალი „ჩარგალი“ დაფასოებულია 0,5 და 1 ლიტრი მოცულობის შუშის და პეტ ბოთლებში. კომპანიას თვეში 2,5 მილიონი ბოთლი წყლის წარმოება შეუძლია.

კომპანიაში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში