საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:46 - 16 დეკემბერი 2016 hits 9290

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ გზაზე ზამთარში გადაადგილება გართულებულია და ტურისტებს დიდ უხერხულობას უქმნის.

„საბაგიროს სპეციფიკისთვის არსებობს ორი ვარიანტი. პირველი ეს არის მუზეუმის მიმდებარედ სკამებიანი საბაგირო. მეორე კი სასტუმრო „თეთნულდის“ მიმდებარედ გონდოლის ტიპის საბაგიროს მშენებლობა. ეს არის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც მთელი ეკონომიკური გუნდი მხარს უჭერს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მესტია – ჰაწვალის საბაგირო გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

სამთო–სათხილამურო ტრასა ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში