გორგი აფთარაული - 20 წლის გიდი თუშეთიდან
12:25 - 04 აგვისტო 2018ძველი თუშური სახელი ჰქვია - გორგი. ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და უკვე 6 წელია, ტურისტებს ემსახურება. ბიზნესი ერთი ცხენით დაიწყო, თუმცა მალე ერთი საკმარისი აღარ აღმოჩნდა. პროექტი დაწერა, დაფინანსება მოიპოვა და ოთხი ცხენი იყიდა.