საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა აღჭურვილობა გვჭირდება რთულ მარშრუტზე ლაშქრობისას - რჩევები გიორგი ნაზღაიძისგან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:43 - 01 ნოემბერი 2017 hits 26419

რა უნდა ვიცოდეთ, რომ კარგი კარავი უვარგისისგან გავარჩიოთ? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩანთის ჩალაგებისას, რომ ტვირთის ტარება გაგვიმარტივდეს? როგორ „ჩავტენოთ“ საძილე ტომარა ისე, რომ არ დაზიანდეს და არ დაკარგოს თბოიზოლაციის შესაძლებლობა? როგორ დავიცვათ სალაშქრო აღჭურვილობა დასველებისგან? როდის, რატომ და როგორ გამოიყენება სალაშქრო ჯოხები, რას მივაქციოთ ყურადღება არჩევისას? - დღეიდან, კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს „მთის ამბები“ გიორგი ნაზღაიძის სალაშქრო რჩევებს გაგიზიარებთ.

გიორგი ნაზღაიძე 27 წლის არის. პროფესიით ბიზნესის მენეჯერია. თვითნასწავლი მოლაშქრეა, უვე 9 წელია ლაშქრობს დაამ თემაზე ლექციებსაც კითხულობს.

ამჯერად გიორგი გიამბობთ, რა აღჭურვილობა დასჭირდა ხუთდღიან რთულ მარშრუტზე, რომელიც ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბადან დაიწყო და თბილისიდან 7 კილომეტრში მდებარე სოფელ წოდორეთში დაასრულა. გიორგიმ ეს მარშრუტი 2016 წლის გაზაფხულზე მარტომ გაიარა.

რუკაზე მარშრუტის ჯამური სიგრძე 140.5 კილომეტრია. მარშრუტის დიდი ნაწილი ალპურ ზონაში გადის გაივლის ბარზონჯვარს, მურყნევს, ზღვის დონიდან 2380 მეტრზე გადაივლის „ძუძუს“ მთას, კვეთს ატენის ხეობის ფიჭვნარ ტყეებს კლიკისჯვრის ქედზე, ჩადის თეძმის ხეობაში, ბოლოს უკვე შიხანის მთასთან ქედზე მოექცევა და დიდგორის ისტორიული მონუმენტის გავლით, წოდორეთისკენ ეშვება.

ვიდეოში ნაჩვენები იარაღი სანადიროა და ტარების უფლებით ფორმდება. ვიდრე ცეცხლსასროლ იარაღთან შეხება გექნებათ, აუცილებელია უსაფრთხოების წესებს გაეცნოთ.

მოგვწერეთ რომელი სალაშქრო ნივთების შესახებ გსურთ რჩევების მიღება და შემდგომ ვიდეოგანხილვებში დაწვრილებით ინფორმაციას გაგიზიარებთ.

პროდიუსერი - თინათინ მუმლაძე

გიორგი ნაზღაიძე

პროფესიით ბიზნესის მენეჯერია. 9 წელია ლაშქრობს. კითხულობს ლექციებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

თავში