საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ყველა ადამიანს შეუძლია, რაღაც გააკეთოს“ - მატნელი ახალგაზრდები ცვლილებებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:30 - 16 იანვარი 2020 hits 21688
ფოტოზე - გიორგი ხოხობაშვილი, ტარიელ ჭიჭიაშვილი, ალექსი ნარუსლიშვილი
საზოგადოება
ფოტოზე - გიორგი ხოხობაშვილი, ტარიელ ჭიჭიაშვილი, ალექსი ნარუსლიშვილი

მატნის ისტორიითდაიწყეს დავახშმითგააგრძელეს. „მატნის ისტორიაკედლის მხატვრობაა სოფლის შესასვლელში, „ვახშამიკი სამწუთიანი ფილმია, რომელიც მატნელმა ახალგაზრდებმა გადაიღეს. დღისით რთველში მუშაობდნენ, ღამით კი სოფელთან ახლოს ტბასთან მოწყობილ გადასაღებ მოედანზე მსახიობებად და რეჟისორებად იქცეოდნენ. ორივე პროექტს ერთი მიზანი ჰქონდა - მატნელ ახალგაზრდებს ცვლილებები სურთ - სოფელში და მის გარეთ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 29 წლის დამწყებმა რეჟისორმა, ტარიელ ჭიჭიაშვილმა გადაწყვიტა სოფლის შემოსასვლელში - ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში არსებული უსახური კედელი შეეცვალა. სურვილი კი თავის მეგობარს, ალექსი ნარუსლიშვილს გაუზიარა. მალე საქმეში მთელი სოფელი ჩაერთო: ზოგს საღებავები მიჰქონდა მხატვრებთან, ზოგს ფუნჯები, ზოგს კი თანხა - ვისაც რამდენი შეეძლო.

„რადგან ალექსს დიდ მასშტაბზე ხატვის გამოცდილება არ ჰქონდა, მოვნახეთ ეს ფორმა სტენსილ-არტი, ტრაფარეტების სახით დიდი ფიგურების კედელზე გადმოტანა და შემდეგ ხელით დეტალიზაცია. მუშაობის დროს მივხვდით, რომ მოკლე დროში ამას ორი ვერ გავუმკლავდებოდით, ამიტომ დახმარება ვთხოვეთ თამთა ნადიბაიძეს და მევლუდ ჭიჭიაშვილს,“ - გვიყვება ტარიელი.

მატანი ცნობილი და ამაყია თავისი ისტორიით: ახმეტის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში, 1812 წლის აჯანყებისას, სოფლის მოსახლეობას თურმე რუსის ჯარი დაუმარცხებია. აქ  დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. სწორედ, სოფლის ისტორია ასახეს ახალგაზრდებმა კედელზე. სურათზე მუშაობისას ახალმა საქმემაც მოუსწრო - „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ და რადიო თავისუფლებამ კორუფციის თემაზე სამწუთიანი ფილმების კონკურსი გამოაცხადეს.

„როდესაც გავიგე კონკურსის შესახებ, გადავწყვიტე ამ გუნდთან ერთად გამეკეთებინა ფილმი და ბედი გვეცადა“ - იხსენებს ახალგაზრდა რეჟისორი.

კონკურსის მიზანი იყო კორუფციის არსზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება კორუფციის ფორმებზე და მასთან ბრძოლის ხერხებზე. მონაწილეობა შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს, რომელსაც სურდა თავისი სათქმელი საზოგადოებამდე მიეტანა. 

„დავიწყე ფიქრი, თუ რა, შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი სათქმელის გამოხატვის საუკეთესო ფორმა და მივედი იქამდე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ტრაგიკომედია, შავი იუმორით გაჯერებული ერთგვარი შარჟი... მიმაჩნია, რომ ხელოვნება სათქმელის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა“ - ამბობს ტარიელ ჭიჭიაშვილი.

მატანში გადაღებულმა სამ წუთიანმა ფილმმა კონკურსში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა და ჯილდოს სახით 8000 ლარი მოიპოვა. ტარიელის გარდა, არცერთ მონაწილეს ჰქონია ფილმზე მუშაობის გამოცდილება. ახალგაზრდებმა ორ ღამეში შეძლეს და შექმნეს ფილმისთვის საჭირო ყველა დეკორაცია: ჩირაღდნები, ტბის ნავმისადგომი, კოსტიუმები და სიმინდის ფუჩეჩით გაფორმებული ნავი. ფილმის ერთ-ერთი სცენა ტბაზე, მათივე ხელით აწყობილ ნავმისადგომთან ხდებოდა. ხელოვნური წყალსაცავი ღამით სტიქსის მდინარის როლს ირგებდა, ალექსი ნარუსლიშვილი კი მოხუცი მენავის, ქარონის მანტიას.

წარმატების მთავარ მიზეზად ტარიელი მოტივაციას და თითოეული მონაწილისგან ბოლომდე ჩართულობას ასახელებს: ყველა ადამიანს შეუძლია, რომ რაღაც გააკეთოს და ამისთვის არ არის საჭირო ასტრონომიული თანხა ან განსაკუთრებით დიდი რესურსები. მთავარი მონდომებაა. ყველას ვურჩევდი არ შეჩერდნენ - ერთობით, ერთმანეთის დახმარებით, აქტიურობით და მინიმალური ჩართულობით შეგვიძლია მაქსიმალური შედეგი მივიღოთ და შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ის გარემო სადაც ვცხოვრობთ“. 

ავტორები - ლაშა ორჯონიკიძე, ლევან ონიანი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში