საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბების“ განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ტყუილზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:38 - 21 ოქტომბერი 2024 hits 2527

ტელეკომპანია „იმედი“ და მასზე დაყრდნობით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სხვა პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ ტყუილს, რომ „მთის ამბები“ 20 ოქტომბრის თავისუფლების მარშზე მისული ხალხის სიმცირის გამო, ძველი აქციების კადრებს იყენებს.

„იმ მიზეზით, რომ 20 ოქტომბერს, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშს მოსახლეობის მცირე რაოდენობა შეუერთდა, აღნიშნულ მედიასაშუალებას, ხალხის სიმრავლის წარმოსაჩენად ძველი კადრების გამოყენება მოუხდა. „მთის ამბები“ კადრებს ძველი აქციებიდან 20 ოქტომბრის პრაიდის კადრებად ასაღებს“, - აცხადებს ტელეკომპანია „იმედი“.

აუდიტორიისადმი პატივისცემის გამო, გვინდა, განვმარტოთ, რომ ვიდეომასალა, რომელიც ასახავს 20 ოქტომბერს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას, გადაღებულია „მთის ამბების“ მიერ, 20:10 – 20:30 მონაკვეთში და მასში არცერთი ძველი კადრი არ არის გამოყენებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში