საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჩქუმი-ქულბაქის გზაზე მეწყერმა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი იმსხვერპლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:58 - 22 თებერვალი 2023 hits 5505

ლეჩხუმში, სოფლების ჩქუმი-ქულბაქის დაკამავშირებელ სამანქანო გზაზე მეწყერში მოყოლილი მამაკაცი, რომელიც მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს, მასწავლებელი გელა ლიპარტელიანია. ის ინგლისურ ენას ჩქუმის, ზუბისა და ისუნდერის სკოლებში ასწავლიდა.

ძლიერი თოვის შედეგად ჩქუმი-ქულბაქის გზაზე მეწყერი 20 თებერვალს ჩამოწვა და გზაზე მოძრავი ავტომანქანა მოიყოლა, რომელსაც გელა ლიპარტელიანი მართავდა. მაშველებმა ცხედრის ამოყვანა 21 თებერვალს შეძლეს.

როგორც „მთის ამბებს“ ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ უთხრა, დიდთოვლობისა და ინტენსიური თოვის გამო ლეჩხუმის სოფლების ნაწილში სასწავლო პროცესი 20 თებერვლიდან შეწყვეტილია.

43 წლის გელა ლიპარტელიანი ლეჩხუმელი იყო, სოფელ ისუნდერიდან, თუმცა მისი ოჯახი - მშობლები თბილისში ცხოვრობენ. დედაქალაქიდან ცაგერში იმიტომ დაბრუნდა, რომ სკოლაში ბავშვებისთვის ინგლისური ენა ესწავლებინა.

დიდთოვლობის გამო ლეჩხუმის სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩქუმსა და ქულბაქში მცხოვრები 200-მდე ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილია.

„მთის ამბები“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს. განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლების შრომა შეუფასებელია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში