საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„USAID YES-Georgia“ პროგრამის კამპანია რაჭა-ლეჩხუმში ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:44 - 23 ივლისი 2022 hits 3956

22 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმის მხარეში, ონის, ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, USAID YES-GEORGIA-ს ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის, Buzz Georgia/ბაზ-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, ხორციელდება ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია ქალთა მეწარმობის შესახებ. კამპანია გულისხმობს რეგიონში მცხოვრები ქალების ინფორმირებას და მათთვის ტრენინგების ჩატარებას მეწარმეობის, ლიდერობის, ფინანსური განათლებისა და ქალთა მეწარმეობასთან დაკავშირებული თემების ირგვლივ.

კამპანიის პირველ დღეს, ქალაქ ონში ვესტუმრეთ ჩვენი პროგრამის ბაზ-ელჩ ლილიანა მაისურაძეს და მის რეწვის სახელოსნო „ედენას“, ონის რესურს-ცენტრს, ონის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახს და შევხვდით ონის ახალგაზრდული ასამბლეის წარმომადგენელ ქალებს. 23 ივლისს, ვიმყოფებით ამბროლაურში, სადაც რაჭის სათემო ორგანიზაციასთან და მის დამფუძნებელ ეთერ არსანიძესთან თანამშრომლობით, „ამბროლაურის ზრდასრულთა განთლების ცენტრში“ ამ წუთებში მიმდინარეობს მეწარმეობისა და ფინანსური განათლების ტრენინგი დაინტერესებულ, ადგილობრივ ქალებთან.

24 და 25 ივლისს, Buzz Georgia/ბაზ-საქართველოს საინფორმაციო კამპანია ცაგერის მუნიციპალიტეტს ეწვია. პროგრამის წარმომადგენლებს ტრენინგებზე უმასპინძლა ადგილობრივმა, მეწარმე ბაზ-ელჩმა ქალებმა - ცაგერში, საოჯახო სასტუმრო „ხვამლი 2002“-ს მფლობელმა, მეწარმე ქალბატონმა ნატო სილაგაძემ და სოფელ დეხვირში, ახალგაზრდა მეწარმე ბაზ-ელჩმა, გვანცა ჭაბუკიანმა რომელიც წარმატებით უძღვება ოჯახის ტრადიციულ სამეწარმეო საქმიანობას - მეფუტკრეობას.

პროგრამა USAID YES-Georgia ხორციელდება ფონდ „კრისტალის“ მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“. პროგრამის Buzz-საქართველოს კომპონენტი წარმოადგენს Buzz-Women გლობალური ქსელის ადგილობრივ ფრანჩიზას.

Buzz-საქართველო არის USAID-ის პროგრამის - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES-Georgia)“ კომპონენტი, რომელიც ემსახურება ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას და განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში. Buzz-საქართველოს მიზანია, ფინანსური განათლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც პოზიტიურ სოციო-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას გამოიწვევს საქართველოს სოფლებსა და რეგიონებში. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე გამოცდილ მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდებს.

2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.

რას ვაკეთებთ ამისთვის?

ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები ფინანსური განათლების, რეგიონში არსებული გამოწვევების, მეწარმეობის და ლიდერობის თემების ირგვლივ.

ტრენინგის მონაწილეებს ვთავაზობთ ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორიცაა: ფინანსური გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებული უნარები, ძლიერი თვითმოტივაცია, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, საკომუნიკაციო ქსელის ჩამოყალიბება და ქცევის პოზიტიური ცვლილება. ასევე, აქტიურად ვიყენებთ დისტანციური სწავლების მეთოდს. ყოველ თვეში მიმდინარეობს Buzz-საქართველოს ონლაინ ტრენინგები, საკომუნიკაციო პლატფორმა Microsoft TEAMS-ის მეშვეობით. შექმნილია ქალ მეწარმეთა ქსელი, რომელიც მოიცავს 1200 ქალს. ქალ მეწარმეთა ქსელი მოწოდებულია მხარი დაუჭიროს რეგიონებში მეწარმეობის განვითარებას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და ქალთა ბიზნესაქტიურობის მდგრადობას.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში