საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეების 49 წლით გადაცემის საქმეზე სასამართლოს მიმართეს

16:28 - 13 ივლისი 2022 hits 6305
ფოტო © შერმაზანა
ახალი ამბები
ფოტო © შერმაზანა

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

ასევე, „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რათა ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.

ეს გადაწყვეტილებები მიღებულია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკების წინასწარი შეფასების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.

14 ივლისს, 14:00 საათზე, „მწვანე ალტერნატივის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც სარჩელისა და საჩივრის ავტორები მედიასა და საზოგადოებას დარღვევების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. მის: თბილისი, ფალიაშვილის ქ. 39 ბ, მე-4 სართ. https://bit.ly/3O53X2y

#ვიცავთრაჭას - ადვოკატირების ერთობლივ კამპანიას რაჭის სათემო ორგანიზაცია, სამოქალაქო აქტივობების ცენტრი და „მწვანე ალტერნატივა“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში