გუჯა ბურდული თბილისში 1941 წლის 1-ელ აპრილს დაიბადა. 1969 წლამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობდა. 1974 წლიდან აქტიურად დაიწყო კინოროლების თამაში. 1984 წლიდან გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“.
სხვადასხვა დროს კინოროლები აქვს შესრულებული ფილმებში: 1980 - „ბეღურების გადაფრენა“ (კაცი ბეღურათი) რეჟ. თემურ ბაბლუანი; 1984 - „ადამიანთა სევდა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი; 1988 - „აღდგომის ბატკანი“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი; 1992 - „მოკვეთილი“ (ხევისბერი) რეჟ. გიორგი მატარაძე; 2003 - „ფოსტალიონი“ (მილერი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე; 2007 - „სვანი“ (მღვდელი) რეჟისორები იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი და სხვა.