საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაურში სათხილამურო სეზონი 17 დეკემბერს გაიხსნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

hits 7886

გუდაურის სამთო–სათხილამურო კურორტზე სეზონი სავარაუდოდ 17 დეკემბერს გაიხსნება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, სეზონის გახსნა თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული. თუ საკმარისად არ მოთოვა, მაშინ მხოლოდ პირველი სათხილამურო ტრასა იმუშავებს, რომლის ხელოვნური გათოვლიანებაც არის შესაძლებელი.

გუდაურში 4 სირთულის 22 სათხილამურო ტრასაა: მწვანე BEGINNER-დახრილობა 15%, ლურჯი INTERMEDIATE-დახრილობა 25%, წითელი ADVANCED-დახრილობა 40%, შავი EXSPERT- 40% -ის ზემოთ.

კურორტზე სულ 15 საბაგირო ფუნქციონირებს: 1 გონდოლას ტიპის, 7 სკამებიანი, 4 საჩოჩიალო, 3 მოძრავი ხალიჩა. ტრასების საერთო სიგრძე 70 კილომეტრია. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან არის საძელე - 3279 მეტრზე.

გუდაურში მთავარი სიახლე „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგირო და 2 საჩოჩიალოა. საბაგირო ზამთრის სათხილამურო სეზონზე გაიხსნება. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი საბაგიროს დამონტაჟებით რიგები განიტვირთება.

„მასშტაბური პროექტი, რომელიც გუდაურის განვითარებას შეეხება, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კანადურმა კომპანია „ეკოზაინმა“ მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთო-კურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი საინვესტიციო მიმზიდველობა. საერთაშორისო დონის კურორტად ქცევისთვის თანმიმდევრული განვითარება მიმდინარეობს“, – აღნიშნავს სანდრო ონოფრიშვილი.

პირველად საქართველოში დაარსდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა. ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ პროფესიონალურ დონეზე მოხდება სამთო-საფეხმავლო გამყოლთა, მაშველებისა და ინსტრუქტორების მომზადება და გაიცემა კვალიფიკაციის შესაბამისი სერთიფიკატი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში