საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორი იყო „შატილის ასულოს“ ავტორისეული ვერსია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:49 - 04 ოქტომბერი 2018 hits 9272

„შატილის ასულო“ პირველად 1967 წელს ჩაიწერა. მას შემდეგ, ამ პოპულარული ქართული სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც თითქმის ყველა შესრულებისას იცვლებოდა. სტუდია „ქართველოს“ დამფუძნებელმა ბეჟან წინწალაშვილმა პირველი ჩანაწერიდან 51 წლის შემდეგ „შატილის ასულოს“ პირველადი ვერსია გააცოცხლა. კლიპში მონაწილეობს თავად ფატიმა წოტოიძეც, ტექსტის ავტორის, იოსებ ლონგიშვილის მეუღლე - ქალი, რომელსაც პოეტმა ეს ლექსი მიუძღვნა.   

„შატილის ასულოს“ 1967 წლის ჩანაწერი წლების წინ რადიოში მოვისმინე. მელოდია გონებაში ჩამრჩა და მას მერე იმ ვერსიას ვეძებდი ინტერნეტში. ვერსად ვნახე“, - ბეჟან წინწალაშვილი იხსენებს, რომ ორი წლის წინ ახმეტაში გაიცნო თამარ ჯამარიშვილი, იოსებისა და ფატიმას შვილიშვილი.

„მაშინ პირველად გავიგე, „შატილის ასულოს“ ადრესატი რეალური რომ იყო და ეს ქალბატონი ჩემ თვალწინ იდგა - საოცარი იყო.“

თამარმა მოასმენინა ის ჩანაწერიც, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა „შატილის ასულოს“ პირვანდელი ვერსიის აღდგენის იდეა.

„ზუსტად ის იყო, რადიოში რაც მოვისმინე. ავთენტური ნიშნები ჰქონდა, ხარისხზეც კი ეტყობოდა, რომ ძველ ფირფიტაზე იყო ჩაწერილი. მსოფლიომ „შატილის ასულო“ ანსამბლ „ერისიონის“ შესრულებით გაიცნო, სიმღერის ტექსტის ავტორი რომ იოსებ ლონგიშვილი იყო, მე ისიც არ ვიცოდი“, - ოჯახს რომ საავტორო უფლების დასაცავად სასამართლოში ბრძოლა მოუწია, ბეჟანმა ესეც თამარისგან შეიტყო.

იდეის გაჩენიდან ორი წლის შემდეგ ბეჟანმა თავისივე სტუდიის მოსწავლეებთან ერთად სიმღერა ჩაწერა და კლიპი გადაიღო.

„არ მინდოდა, პირველადი სახე შეგვებღალა. ვფიქრობ, ჩვენს ვერსიაში, ისეა შეზავებული ძველი ახალთან, რომ არც პირვანდელი სახე დარღვეულა და არც ძალიან თანამედროვე გამოსულა. რაც მთავარია, ფატიმა ბებოს ძალიან მოეწონა.“

ბეჟანი იხსენებს, რომ ფატიმასა და იოსების სიყვარულის ამბავმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კლიპში სწორედ ის კადრებია გამოყენებული, რომლებშიც ფატიმა წოტოიძე ანსამბლის წევრებს „შატილის ასულოს“ ისტორიას უყვება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში