საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:29 - 09 თებერვალი 2017 hits 9859

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. მუზეუმის განახლების სამუშაოებს მსოფლიო ბანკი 1 მლნ 549 ათასი ლარით აფინანსებს.

როგორც „მთის ამბებს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, რეაბილიტაციის პროცესში განახლდება ყაზბეგის სახლმუზეუმი (2 ისტორიული შენობა) და მუზეუმის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა. გარდა ამისა, კეთილმოეწყობა მუზეუმის ეზოც. სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან.

ალექსანდრე ყაზბეგის მამისეული ორსართულიანი სახლი, სადაც ამჟამად სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმიც არის განთავსებული, 1809–1814 წლებშია აშენებული. იქვეა კარის ეკლესია და მწერლის საფლავიც.

სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი 1934 წელს დაარსდა. მუზეუმში განთავსებულია ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი ნივთები, ავეჯი, რეგიონის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური მასალა და ბეთლემის გამოქვაბულიდან ჩამოტანილი კარი, ჯაჭვი, შანდლები, ლურსმნები და საეკლესიო სიწმინდეების შესანახი ხის ყუთები.

მუზეუმი გასული საუკუნის 90–იანი წლების შემდეგ აღარ შეკეთებულა და ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.  

მუზეუმში 17 859 ექსპონატია. მას ყოველწლიურად 4 000-ზე მეტი ადამიანი ათვალიერებს.

ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაციის სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. რეაბილიტაცია 2018 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.








Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში