საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორი იქნება გუდაურის „გადასახედი“ რეაბილიტაციის შემდეგ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:12 - 05 მაისი 2017 hits 12814

ყაზბეგში, გუდაურის სარეკრეაციო ზონაში განთავსებული ე.წ. „გადასახედის“ რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარების სამუშაოებზე, პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ 644 500 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი ყაზბეგის გამგეობამ 2017 წლის 4 მაისს გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებების მიღება 2017 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 29 მაისის ჩათვლით იწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სუბიექტმა ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს.

„გადასახედის“ მიმდებარე ტერიტორია 5500 კვ.მ ფართობს მოიცავს. პირველ ეტაპზე განხორციელდება ტერიტორიის ათვისების (დაგეგმარების) სამუშაოების შესყიდვა.

პროექტის მიხედვით, რომელიც კომპანია Saxon-მა Idaaf Architects -სთან თანამშრომლობით შეასრულა, რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. როგორც „მთის ამბებს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ჯემალ სუჯაშვილმა განუცხადა, მასზე ჯამში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

თავდაპირველად მოხდება მონუმენტის რეაბილიტაცია, რომელსაც პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. ამასთან, მონუმენტთან მისასვლელი გზა მოპირკეთდება და ადგილზე საპარკინგზე ადგილი გამოიყოფა. ადგილზე განთავსდება ტურისტული ცენტრიც.

2017 წლის 24 იანვარს, „მთის ამბებმა“ ყაზბეგის გამგეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაურის „გადასახედის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, დიდი ალბათობით, ე.წ. „ხალხთა მეგობრობის თაღიდან“ მოზაიკის ფერადი ორნამენტები მოიხსნებოდა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამგეობამ გადაწყვეტილება შეცვალა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში