საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

შატილის გზის რეაბილიტაციისთვის 24 მილიონი ლარი გამოიყო საზოგადოება

შატილის გზის რეაბილიტაციისთვის 24 მილიონი ლარი გამოიყო

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 32 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე 24 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჩინთიდან სოფელ თვალივამდე გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. თვალივიდან ჩარგლის გადასახვევამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად კი ტენდერი 1–ელ მაისს გამოცხადდა.

რაჭაში ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი გამოიყო საზოგადოება

რაჭაში ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი გამოიყო

რაჭაში, ჭრებალო - ნიკორწმინდის გზის 26-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის სავარაუდოდ 20 447 155 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2017 წლის 1 მაისს გამოაცხადა.

შენაქოში ფოტოგრაფიის მასტერკლასი ჩატარდება კულტურა

შენაქოში ფოტოგრაფიის მასტერკლასი ჩატარდება

რიგით მე-8 თბილისი ფოტო ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასის ვორქშოპი შენაქოში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, მწყემსებისა და ცხენოსნების ეს შთამბეჭდავი სოფელი მასტერკლასისთვის თავისი სულისშემკვრელი პეიზაჟებისა და შალვა ახალაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის გამო შეარჩიეს.

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა საზოგადოება

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

ისტორიკოსი, თუშეთის მკვლევარი, პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა საზოგადოება

ისტორიკოსი, თუშეთის მკვლევარი, პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა.

ბათუმი-ახალციხის გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვლის სიმაღლე 5 მეტრს აღემატება საზოგადოება

ბათუმი-ახალციხის გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე თოვლის სიმაღლე 5 მეტრს აღემატება

გოდერძის უღელტეხილის გავლით ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გოდერძის უღელტეხილი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2025 მეტრ სიმაღლეზეა. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე თოვლის სიმაღლე 5 მეტრს აღემატება.

ახალი სასწავლო წლიდან უკანაფშავს შუაფხოს სკოლიდან წასული მოსწავლეები უბრუნდებიან საზოგადოება

ახალი სასწავლო წლიდან უკანაფშავს შუაფხოს სკოლიდან წასული მოსწავლეები უბრუნდებიან

უკანაფშავში, შუაფხოს სკოლის რეაბილიტაციისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 120 ათას ლარს გამოყოფს. როგორც „მთის ამბებს“ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა განუცხადა, მინისტრი მომავალ კვირაში გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც შუაფხოს საბაზო სკოლა საშუალო გახდება.

ნიკო არდოტელს სასაზღვრო პოლიციიდან აღარ გაათავისუფლებენ საზოგადოება

ნიკო არდოტელს სასაზღვრო პოლიციიდან აღარ გაათავისუფლებენ

პირიქითა ხევსურეთის სოფელ არდოტის ერთადერთ მუდმივ მცხოვრებს ნიკო არდოტელს, სასაზღვრო პოლიციიდან აღარ გაათავისუფლებენ. ნიკო არდოტელის მეუღლის, მარინე დაიაურის თქმით, ნიკოს სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს სამმართველოს ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და უთხრეს, რომ მას „ზღვრული ასაკის“ შესრულების შემდეგ, მეკავშირედ დაასაქმებენ.

რომელი პროექტები დაფინანსდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან საზოგადოება

რომელი პროექტები დაფინანსდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან

საქართველოს მთავრობის განკარგულებით 17 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. თანხის ძირითადი ნაწილი - 4 923 173 ლარი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა, ხოლო შესაბამისი მუნიციპალიტეტები პროექტების თანადაფინანსებას საკუთარი ბიუჯეტიდან მოახდენენ.

„ჯარას“ ჩვენება 20 აპრილს კინოს სახლში გაიმართება კულტურა

„ჯარას“ ჩვენება 20 აპრილს კინოს სახლში გაიმართება

ქართულ ტრადიციულ მეფუტკრეობაზე სტუდია EcoFilms-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჯარას“ ჩვენება 20 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, კინოს სახლში გაიმართება. უახლოეს დღეებში ფილმის ჩვენება დაგეგმილია ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“.

გვერდი 10 სულ 33
თავში