საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ტარიელ ჩიხაშვილი, დუშეთის პოლიციის განყოფილების უფროსი ახალი ამბები

პოლიციის მაღალჩინოსანი „მთის ამბების“ რედაქტორს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

„შენ ხალხს ფულს სძალავ. შენ არც საქართველოზე ფიქრობ, არც ხალხზე ფიქრობ. ფულის მეტს არაფერს შოულობ ამ გაშუქებით. სოფლელ ხალხს ფულს სძალავ. შენა ხარ ეგ კაცი. ...მაღლა ფრინავ. შენ ხევსურეთში არ უნდა გიშვებდნენ“, - შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის სამმართველოს განყოფილების უფროსმა…

მოსახლეობა ითხოვს გაუქმდეს ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის გადაწყვეტილება ახალი ამბები

მოსახლეობა ითხოვს გაუქმდეს ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის გადაწყვეტილება

რაჭის საზღვრისპირა სოფლების ჭიორას, ღების, გლოლის და ნიგავზების მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადასცეს.

რუსეთის გზა - სპეციალური რეპორტაჟი ახალი ამბები

რუსეთის გზა - სპეციალური რეპორტაჟი

გზას, რომელიც რუსეთს თბილისის აღებას ისე უადვილებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებაც კი ვერ მოასწროს, სესხად აღებული დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით ჩვენვე ვაშენებთ. ეს გზა რუსეთის მოსამარაგებლად ერთ-ერთი მთავარი გამტარი გახდა უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქცირების შემდეგ. საქართველოს…

სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე - ირაკლი კობახიძე ახალი ამბები

სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის შეხვდა შოვში სტიქიურ უბედურებას გადარჩენილ დავით ჯელაძეს და ნანობს, რომ მას გული ატკინა.

ფოტოზე - ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვის სტიქიურ უბედურებაზე საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი გარემოს ეროვნული სააგენტო „მთის ამბებს“ არ აძლევს საჯარო ინფორმაციას შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ამ დროისთვის ნაპოვნია 26 ცხედარი, 7 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. ინფორმაციის დაბლოკვის გამო, „მთის ამბები“ გარემოს…

როგორც მთავრობა იქცევა, ეს ავტორიტარული მმართველობის მოდელია - ქორიძე შოვის ტრაგედიაზე ახალი ამბები

როგორც მთავრობა იქცევა, ეს ავტორიტარული მმართველობის მოდელია - ქორიძე შოვის ტრაგედიაზე

„მთავრობა თავისი კომუნიკაციით ახლა საზოგადოებას ბრძოლას უცხადებს და არწმუნებს, რომ თქვენ არავინ აზრზე არა ხართ და რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ სწორად და გეყოფათ. ეს არის სრულყოფილი, დამუშავებული მოდელი, როგორ იქცევა ავტორიტარული მმართველობა. ხელისუფლება ახლა ცდილობს, ის თემები წამოჭრას და იმ თემებზე…

ფოტოზე იაგო კაჭკაჭიშვილი ახალი ამბები

რა მიზანი აქვს შოვში სიკვდილს გადარჩენილებზე „ოცნების“ შეტევას - ინტერვიუ ექსპერტთან

„ირაკლი კობახიძის მიზანმიმართული განცხადება, რასაკვირველია, მთლიანად ხელისუფლებას ახმოვანებს. სურთ, გააჩუმონ ისინი, ვინც სიკვდილს გადაურჩნენ, აღარ იაქტიურონ და მთავრობის საწინააღმდეგოდ ჩვენებები არ მისცენ. მაგრამ ამ ადამიანებმა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გაიარეს. რანაირად უნდა შეეშინდეთ?! ხელისუფლებას ვისიც ეშინია, სწორედ იმ ადამიანთა ჯგუფებია თუ ორგანიზაციები,…

სპეკულაციაა, თითქოს ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს - კობახიძე დავით ჯელაძის მონათხრობზე ახალი ამბები

სპეკულაციაა, თითქოს ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს - კობახიძე დავით ჯელაძის მონათხრობზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ღვარცოფს გადარჩენილი დავით ჯელაძის მონათხრობს იმის შესახებ, შოვში, სტიქიის ზონის შუაგულიდან, წელამდე ტალახში ჩაფლულმა, ხოხვით როგორ შეძლო მისი ერთ-ერთი დისშვილის, 6 წლის მაშოს გადაყვანა ღვარცოფის მეორე მხარეს, შედარებით უსაფრთხო ადგილას.

არ იყო საჭირო, რომ [ღამით ფრენა] გაერისკათ პილოტებს - შს მინისტრი შოვის ტრაგედიაზე ახალი ამბები

არ იყო საჭირო, რომ [ღამით ფრენა] გაერისკათ პილოტებს - შს მინისტრი შოვის ტრაგედიაზე

„უსაფრთხო ადგილას იყვნენ [ჩარჩენილი მოქალაქეები] და არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო“, - ასე ახსნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვში, სტიქიური უბედურების პირველ ღამეს, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების ჩართულობის შეჩერება. შს მინისტრი სტიქიური უბედურებიდან მხოლოდ მე-11…

ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი ახალი ამბები

კლდეზვავი იქვე გაჩერდებოდა, წყლის დიდი რაოდენობა რომ არ დახვედროდა - ინტერვიუ ჰიდროლოგთან

„შეიძლებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზი გაკეთდებოდა. როდესაც ამბობენ, რომ პროგნოზირება შეუძლებელი იყო, ეს თავისთავად არასწორია. მსგავსი სტიქიური პროცესი რომ განვითარდეს, ამას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი. პირდაპირ კლდის ნაწილის მოწყვეტამ მსგავსი რაღაც გამოიწვია, არის არასწორი. გარემოს ეროვნული…

გვერდი 6 სულ 117
თავში