საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

მისია

16:17 - 14 ნოემბერი 2016 hits 2105

Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია.

პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება.

გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

ამ მიზნის მისაღწევად Mtisambebi.ge

  • ინტენსიურად აშუქებს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მულტიმედიური ახალი ამბებისა და სიღრმისეული რეპორტაჟების საშუალებით;
  • ქმნის მოქალაქე – რეპორტიორების ქსელს და სათემო აქტივისტებთან ერთად, ცალკეული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, აწარმოებს ადვოკატირების კამპანიებს;
  • მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას;
  • ცდილობს მთიანი რეგიონების მიმართ ნაციონალური მასშტაბით მედიისა და საზოგადოების ყურადღების გაზრდას;

პროექტს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN).

ICN დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ამუშავებს ვებგვერდებს: www.Reginfo.ge; www.Radioway.ge; www.Regmarket.ge;

საინფორმაციო ცენტრების ქსელს 2013–2015 წლებში მიღებული აქვს:

  • „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება – საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის;
  • „ევროკავშირის პრიზი“ – ნომინაციაში – ყველაზე ინფორმაციული სააგენტო;
  • ჯოშუა ფრიდმანის პრიზი – ექსტრემიზმის საკითხების გაშუქებისთვის.
Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

თავში