საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

დაიდება რეესტრი და გაიგებთ საიდან ფინანსდებოდა „ნამახვანჰესის“ დაბლოკვა - კობახიძე ახალი ამბები

დაიდება რეესტრი და გაიგებთ საიდან ფინანსდებოდა „ნამახვანჰესის“ დაბლოკვა - კობახიძე

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც კი პარლამენტი უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს და რეესტრი დაიდება, საზოგადოება გაიგებს, მაგალითად, ვის ინტერესებში შედიოდა რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები.

ჩქუმი-ქულბაქის გზაზე მეწყერმა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი იმსხვერპლა ახალი ამბები

ჩქუმი-ქულბაქის გზაზე მეწყერმა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი იმსხვერპლა

ლეჩხუმში, სოფლების ჩქუმი-ქულბაქის დაკამავშირებელ სამანქანო გზაზე მეწყერში მოყოლილი მამაკაცი, რომელიც მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს, მასწავლებელი გელა ლიპარტელიანია. ის ინგლისურ ენას ჩქუმის, ზუბისა და ისუნდერის სკოლებში ასწავლიდა.

მთავრობამ რუსეთთან დაკავშირებულ პირებს ქვემო სვანეთში ჰესის მშენებლობის ნებართვა მისცა ახალი ამბები

მთავრობამ რუსეთთან დაკავშირებულ პირებს ქვემო სვანეთში ჰესის მშენებლობის ნებართვა მისცა

რუსეთთან, კერძოდ კი რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“-თან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს, საქართველოს მთავრობამ ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22,74 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „ცხენისწყალი 1 ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება მისცა. ბრძანება 10 თებერვალს არის გამოცემული. პროექტით დაგეგმილია მდინარე ზესხოს და ცხენისწყლის…

ქვეშეთი-კობის მშენებარე გვირაბში მუშების დაღუპვასა და დაშავებას სამინისტრო უარყოფს ახალი ამბები

ქვეშეთი-კობის მშენებარე გვირაბში მუშების დაღუპვასა და დაშავებას სამინისტრო უარყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთი-კობის მშენებარე გვირაბში რამდენიმე მუშის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ.

საკრებულომ სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ „მთის ამბების“ ჯგუფი სხდომაზე არ დაუშვა ახალი ამბები

საკრებულომ სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ „მთის ამბების“ ჯგუფი სხდომაზე არ დაუშვა

რამდენიმე დღის წინ, „მთის ამბებმა“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას რაიონულ სასამართლოში საქმე მოუგო - ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხუთი თვეა ვითხოვთ, მოგვაწოდოს საჯარო ინფორმაცია, 2013 წლიდან დღემდე, რამდენი ათასი ან ასობით ათასი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია-დანამატებზე. ხელისუფლება ამ ინფორმაციას გვიმალავს. არადა,…

კონფლიქტი ქართველ და უცხოელ სათხილამურო ინსტრუქტორებს შორის გუდაურში ახალი ამბები

კონფლიქტი ქართველ და უცხოელ სათხილამურო ინსტრუქტორებს შორის გუდაურში

„ადვილია თბილისიდან წეროთ, რომ ტომობრივი კანონები გვაქვს და ამით მთიულებს შეურაცხყოფა მოგვაყენოთ. ვითომ უცხოელებს ყელის გამოჭრით ვემუქრებით, თავს ვესხმით, მაგრამ არაფერი ჰკითხოთ ადგილობრივ მცხოვრებლებს - რატომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას, რომ უცხოეთიდან, რუსეთიდან ე.წ. ინსტრუქტორების მასობრივად შემოსვლის გამო, ჩვენ, ვინც…

ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი ამბები

ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

„მთის ამბების“ ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი იწვევს ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ინგლისური ენის მოკლევადიან სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

მესტიამ 17 რაიონზე მეტი ელენერგია მოიხმარა - „გამორთეთ მაინერები“ - მერია ხალხს მიმართავს ახალი ამბები

მესტიამ 17 რაიონზე მეტი ელენერგია მოიხმარა - „გამორთეთ მაინერები“ - მერია ხალხს მიმართავს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს, „მაინერები“ გამორთონ: „მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი. ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური მუშაობს ბოლო ზღვარზე და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სისტემა გაითიშოს და…

მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები თიანეთსა და ყაზბეგშიც გაიხსნა ახალი ამბები

მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები თიანეთსა და ყაზბეგშიც გაიხსნა

თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში სამჯერ თბილისში ჩასვლა უწევდათ, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახებოდა. ზოგიერთი პაციენტი ტრანსპორტირებისთვის არასაკმარისი ხარჯების გამო პროცედურებს აცდენდა კიდეც. ახალგახსნილი დიალიზის კაბინეტები ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.

ფიცი არ გატყდება, ხაიში არ დაიტბორება - მოსახლეობა ხუდონჰესის აშენებაზე მინისტრს პასუხობს ახალი ამბები

ფიცი არ გატყდება, ხაიში არ დაიტბორება - მოსახლეობა ხუდონჰესის აშენებაზე მინისტრს პასუხობს

„ან ჩვენ ვიქნებით ცოცხლები და ვიქნებით აქ, ან არ ვიქნებით ცოცხლები და მერე თუ განახორციელებენ, ნახავთ. ჩვენ ხატს ვერ გავტეხთ, გამორიცხულია. ძალით ხომ არ გაგვასახლებენ სახლებიდან?! იმ პარამეტრებით და იმ ადგილას არ დავუშვებთ ამ პროექტის განხორციელებას. ამიტომ, ვიფიქროთ ალტერნატივაზე“, -…

გვერდი 12 სულ 117
თავში