საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

რობერტ ციცქიშვილი გუჯარეთის ხეობიდან  - 100 წამი მთის ამბებზე 100 წამი მთის ამბებზე

რობერტ ციცქიშვილი გუჯარეთის ხეობიდან - 100 წამი მთის ამბებზე

გუჯარეთის ხეობაში სულ ცხრა სოფელია. ადრე აქ ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ. მათ სახლები 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დატოვეს. ამ ტერიტორიებს ახლა იალაღებად იყენებენ. ხეობის ცხრა სოფლიდან მუდმივი მცხოვრები მხოლოდ სამს ჰყავს.

კიჩხულდაში - ერთი ოჯახით გამაგრებული სვანური სოფელი საზოგადოება

კიჩხულდაში - ერთი ოჯახით გამაგრებული სვანური სოფელი

„სულ ნანგრევებშია ეს სოფელი, იმიტომ რომ წავიდნენ, არ დარჩნენ და სახლებმა ვერ გაუძლეს. თოვლი ანგრევს აქანე, სხვა არაფერი...“ - სვანეთის სოფელ კიჩხულდაში თოვლს მხოლოდ ორმა სახლმა გაუძლო. ერთი ვალერი ვიბლიანისაა. ის და მისი მეუღლე, მარო ჯაჭვლიანი, აგერ უკვე მეორმოცე ზამთარს…

PIN აცხადებს საგრანტო კონკურსს არაგვის ხეობის თემებისთვის 3 000-დან 35 000 ლარამდე ბიზნესი

PIN აცხადებს საგრანტო კონკურსს არაგვის ხეობის თემებისთვის 3 000-დან 35 000 ლარამდე

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არაგვის თემთა მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ აცხადებს საგრანტო კონკურსს. პროექტები უნდა განხორციელდეს პირაქეთა ხევსურეთში, გუდამაყარსა და ფშავში. „ფიფლ ინ ნიდ“-სგან მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს 3 000-დან 35 000 ლარამდე. გამონაკლის შემთხვევებში…

ცაგერის კაპიტანი - 24 წლის ფრენბურთელი, რომელიც თბილისიდან ლეჩხუმში დაბრუნდა საზოგადოება

ცაგერის კაპიტანი - 24 წლის ფრენბურთელი, რომელიც თბილისიდან ლეჩხუმში დაბრუნდა

ერთხელ მაინც თუ მოხვდებით ამ მხარეში, გაიგებთ, როგორ სწყინთ ლეჩხუმელებს, როდესაც იქაურობა ზოგს სვანეთი ჰგონია, ზოგს კი რაჭა; აუცილებლად მოგიყვებიან ხვამლის მთისა და ღირსი მაქსიმეს შესახებ და შეიტყობთ იმასაც, როგორ ამაყობენ „უსახელოურით“ და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ლეჩხუმის ფრენბურთის გუნდით.

სკოლა 3 ბავშვით და ლევიტანას ერთადერთი მასწავლებელი საზოგადოება

სკოლა 3 ბავშვით და ლევიტანას ერთადერთი მასწავლებელი

„ადამიანი რომ ცოცხლობს, უნდა იხარჯებოდეს. რაში გჭირდება რაც იცი ის შეინახო, რად გინდა?“, - ასე გვიხსნის 63 წლის ფრიდონ ქოქაშვილი, რატომ არ ტოვებს სოფელ ლევიტანას სკოლას, სადაც ის უკვე მეოცე წელია ერთადერთი მასწავლებელია.

ნიური ნამგალაძე - მარტოქალი რაჭიდან საზოგადოება

ნიური ნამგალაძე - მარტოქალი რაჭიდან

აბანოეთში, ნამგალაძეების უბანში, ზამთრობით კვამლი მხოლოდ მისი სახლიდან ამოდის. მალე მეზობელი მოხუცი ცოლ-ქმარიც ქალაქში დაბრუნდება და ხმის გამცემად ერთგული ძაღლიღა დარჩება. 84 წლის ნიური ნამგალაძე სოფლის მიტოვებული უბნების ერთადერთი გამომზამთრებელია.

მიწის რეგისტრაცია მარტივდება - რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოება

მიწის რეგისტრაცია მარტივდება - რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები

საქართველოს მთავრობამ დღეს საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც მიწის რეგისტრაცია მარტივდება. მოქალააქეები მიწის რეგისტრაციას შეძლებენ მიღება-ჩაბარების აქტით ან მებაღის წიგნაკითაც, რაც აქამდე შესაძლებელი არ იყო. მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას მუნიციპალიტეტის კომისიის ნაცვლად სააგენტო…

ჩვენს შემდეგ რა იქნება უკანაფშავში? ჯურღმული - ნაზი ბუჩუკური ჩალახევიდან საზოგადოება

ჩვენს შემდეგ რა იქნება უკანაფშავში? ჯურღმული - ნაზი ბუჩუკური ჩალახევიდან

„ამ ხელისუფლებიდან, არც მთის კანონით ჩემთვის არაფერი შეცვლილა. არც იციან ალბათ თუ ვარსებობ. ერთი ქალი ამ სოფელს ვინახავ, ამ ჩალახევს მე ვასოფლებ. 12 წელია სულ მარტო ვარ“, - ნაზი ბუჩუკური უკანაფშავში, სოფელ ჩალახევის ერთადერთი მკვიდრია. 65 წლის არის.

ვიდრე მის კარავს თოვლი დაფარავს - #ბლოელიგოგიასთვის საზოგადოება

ვიდრე მის კარავს თოვლი დაფარავს - #ბლოელიგოგიასთვის

დღეს ბლოში პირველად ჩამოთოვა, თუმცა ნამდვილი ზამთარი ჯერ კიდევ არ დამდგარა. ზამთარი გაუსაძლისი ყინვითა და ორმეტრიანი თოვლით, რომელსაც სოფელს შემორჩენილი ერთადერთი კაცი, ბლოელი გოგია, სახელდახელო კარავში უნდა შეხვდეს.

მარინე დაიაური არდოტიდან - 100 წამი მთის ამბებზე 100 წამი მთის ამბებზე

მარინე დაიაური არდოტიდან - 100 წამი მთის ამბებზე

„შატილს აქეთ სიცოცხლე და სოფლები თუ იყო, ბევრმა არ იცოდა. არანაირი ყურადღება არ იყო. ინტერნეტი გექნებათო როცა გვითხრეს, ამასაც ეჭვის თვალით ვუყურებდით. ინტერნეტიზაცია იმხელა რამ არის, ყველაფერი შეცვალა, სიცოცხლე დააბრუნა. ახალგაზრდებიც დააბრუნა უკვე“, - ამბობს მარინე დაიაური, პირიქითა ხევსურეთის სოფელ…

გვერდი 51 სულ 117
თავში