საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სკოლა 3 ბავშვით და ლევიტანას ერთადერთი მასწავლებელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:08 - 12 ნოემბერი 2019 hits 9614

ადმიანი რომ ცოცხლობს, უნდა იხარჯებოდეს. რაში გჭირდება რაც იცი ის შეინახო, რად გინდა?“, - ასე გვიხსნის 63 წლის ფრიდონ ქოქაშვილი, რატომ არ ტოვებს სოფელ ლევიტანას სკოლას, სადაც ის უკვე მეოცე წელია ერთადერთი მასწავლებელია.

ფრიდონი ზემო ბოშურში ცხოვრობს. ლევიტანამდე 4 სოფელი და 9 კილომეტრი აშორებს, თუმცა ამ მანძილს ხშირად ფეხით გადის და უკანაც ფეხით ბრუნდება.

„კვირაში 3 დღე ამოდის აქამდე სოფლის ავტობუსი, დანარჩენი 2 დღე ყველაანთ უბნამდე. იქიდან 5 კილომეტრი მრჩება სკოლამდე. როცა ავტობუსი არ არის, სახლიდანაც ფეხით მივდივარ, მაგრამ არაა ჩემთვის პრობლემა, ჯანმრთელობა ჯერ ხელს მიწყობს“, -  გვეუბნება ფრიდონი.

შიდა ქართლის სოფელ ლევიტანაში ძირითადად ეთნიკური აზერებაიჯანელები ცხოვრობენ. ქართულად უფროსი თაობა უკეთ საუბრობს, პატარებს კი ენა განსაკუთრებით უჭირთ.

ფრიდონს სულ 3 მოსწავლე ჰყავს. ცოცხალი და ძალიან კარგი ბავშვები არიან და როცა ცოდნა ექნებათ არც მიმოსვლა გაუჭირდებათ, არც კონტაქტი საზოგადოებაში," - ლევიტანას დაწყებითი სკოლის ერთადერთი პედადგოგი გვიყვება, რომ ბავშვებს ის მე-5 კლასამდე ამზადებს, მერე კი ისინი სწავლას გააგრძელებენ სოფელ ბოშურის სკოლაში, სადაც ამჟამად 60 ბავშვია.

შიდა მიგრაციის გამო, სოფელ ლევიტანას მცხოვრებთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდება.

„70 კომლი ცხოვრობდა აქ, ეხლა თხუთმეტიღა თუ დარჩება ზამთარში. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სოფელი არ დაიცალოს. უნდა ვიყვე, გავიჭირვო და ვიარო ესე, თორემ ტრანსპორტზე ვერ ვიქნები დამოკიდებული, აქ სკოლის კარი უნდა იღებოდეს.“

ფრიდონი სოფლის მეურნეობითაცაა დაკავებული: ფუტკარს ამრავლებს, ხილის ბაღებს უვლის, რძის პროდუქტებს აწარმოებს, თბილისში ყველსა და ხორცსაც ხშირად ჰყიდის. სჯერა, ქვეყანა რომ ძლიერი იყოს, ამისთვის სოფელი უნდა იდგეს მყარად.

„ - რატომ მე არ წავედი? მიყვარს სოფელი, მიყვარს... და, უნდა მაგალითი აჩვენო, რომ სხვებმაც მოგბაძონ.“

ავტორი - ბექა ჯაყელი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში