საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

სასაზღვრო პოლიციის ფოტო საზოგადოება

ბლოელი გოგიასთვის ხის სახლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება

ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მცხოვრების გოგია გიგაურისთვის 15 კვმ ხის სახლის მშენებლობა გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. ზამთარს გოგია საკუთარ სახლში გაატარებს.

შსს-სა და „იმედის“ „სიურპრიზი“ - ბლოელ გოგიას სახლს სამინისტრო აუშენებს საზოგადოება

შსს-სა და „იმედის“ „სიურპრიზი“ - ბლოელ გოგიას სახლს სამინისტრო აუშენებს

ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოელ გოგიას სიურპრიზი გაუკეთა და ამ ზამთარს გოგია თბილ სახლში გაატარებს. რატომ შეცვალა სამინისტრომ გადაწყვეტილება, როცა 10 დღის წინ უარი თქვეს დაგვხმარებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით,…

ნიკო კავშირზეა! საზოგადოება

ნიკო კავშირზეა!

ინტერნეტი ბახაოშიც ჩაირთო. ბახაო არდოტელების საზამთრო სოფელია. სამნიღა იყვნენ, ნიკო, ზურა და ჯამრული პაპა. წელს ორნი დარჩნენ. ჯამრული ნათესავებმა ბარში წაიყვანეს. ბახაო საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართანაა. ნიკოც და ზურაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არიან, მაგრამ საზღვრისპირა კუთხეს იქ ცხოვრებითაც ამაგრებენ.

გია ჩარკვიანი უშგულიდან - 100 წამი მთის ამბებზე 100 წამი მთის ამბებზე

გია ჩარკვიანი უშგულიდან - 100 წამი მთის ამბებზე

27 წლის გია ჩარკვიანი მეხუთე წელია რაც უშგულში დაბრუნდა. რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტას ცდილობს - პრობლემა ბევრია, ყურადღება კი ნაკლები.

ილო ლობჯანიძე რაჭიდან - 100 წამი მთის ამბებზე 100 წამი მთის ამბებზე

ილო ლობჯანიძე რაჭიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რაჭის „საზღვრისპირა“ სოფელ ბაჯიხევის დაცლის ტემპმა ბოლო 10-15 წელში იმატა. აქაც რთული საცხოვრებელი პირობებია მიზეზი. სოფელი ონიდან 18 კილომეტრშია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხარეს. ბაჯიხევში, სადაც მძიმე ზამთარია, მხოლოდ მოხუცები არიან დარჩენილი. ყველაზე ასაკოვანი 92 წლის ილო ლობჯანიძეა.

ფოტო არქივიდან გარემოს დაცვა

სვანეთში, რაჭაში, ხულოსა და სხვა რეგიონებში ტყის ხანძრები ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა.

ფოტო არქივიდან გარემოს დაცვა

ტყე იწვის სვანეთშიც, ცეცხლი სულ მცირე 10 ჰექტარზეა გავრცელებული

ხანძარია სვანეთშიც, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მახლობლად. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში მიუდგომელ ადგილას არის გავრცელებული. ხანძრისგან გამოწვეული დაკვამლიანება შეინიშნება მესტიასა და მიმდებარე სოფლებშიც.

რაჭაში სოფელ ხიდეშლებთან ახლოს ტყე იწვის გარემოს დაცვა

რაჭაში სოფელ ხიდეშლებთან ახლოს ტყე იწვის

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლებთან ახლოს ტყეში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული.

ვან გოგზე და მთაზე შეყვარებული 22 წლის გოგო, რომელიც შატილში მასწავლებლად წავიდა საზოგადოება

ვან გოგზე და მთაზე შეყვარებული 22 წლის გოგო, რომელიც შატილში მასწავლებლად წავიდა

ჯერ კიდევ სტუდენტობისას გადაწყვიტა, რომ როდესაც სამხატვრო აკადემიას დაამთავრებდა, რომელიმე მაღალმთიან სოფელში წავიდოდა მასწავლებლად. ადგილის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრია, პაპა-ბებიასთან გატარებული ბავშვობის მოგონებამ ხევსურეთში დააბრუნა. 22 წლის მარგარეტ დაიაური შატილის სკოლის მოხალისე პედაგოგია და ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის.

ბლოელ გოგიას სახლი ვერ ექნება - შსს-მ ვერტმფრენით დახმარებაზე უარი თქვა საზოგადოება

ბლოელ გოგიას სახლი ვერ ექნება - შსს-მ ვერტმფრენით დახმარებაზე უარი თქვა

„მთის ამბებმა“ #ბლოელიგოგიასთვის დაწყებული კამპანიის შედეგად 9 339 ლარი შეაგროვა. შემოწირულება 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო. კომპანიაც შევარჩიეთ, რომელიც 11 ათას ლარად გოგიასთვის ბლოში 20 კვმ-ის ხის სახლს ხუთ დღეში ააშენებდა. სამუშაოები დიდთოვლობამდე უნდა მოგვესწრო, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი გვითხრა,…

გვერდი 50 სულ 117
თავში