ევროპის ბუნებისდაცვითი ორგანიზაციის მოთხოვნა საქართველოს - დაიცვას მდინარეები ჰესებისგან
14:27 - 19 მაისი 2020ევროპის მთავარმა ბუნებისდაცვითმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მდინარეები დაუგეგმავი ჰესების მშენებლობისგან. „ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ (ბერნის) კონვენციის მმართველი ორგანო საქართველოსგან მთავრობისგან ითხოვს დიდი მდინარეები ქვეყნის ბუნებისდაცვითი ტერიტორიების ქსელში – „ზურმუხტის ქსელში“ შეიყვანოს.