საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

პანდემიის დროს შეზღუდვების წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება საზოგადოება

პანდემიის დროს შეზღუდვების წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი 26 ივნისს აღარ გაიმართება ბიზნესი

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი 26 ივნისს აღარ გაიმართება

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 17 ივლისისთვის გადადო ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი, რომელიც სოფელ ტვიშში 26 ივნისს უნდა გამართულიყო. ფესტივალი გუშინ, რაჭაში, შქმერში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო გადაიდო, რომელსაც ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე ემსხვერპლა.

რაჭაში უბედური შემთხვევის შედეგად „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე დაიღუპა საზოგადოება

რაჭაში უბედური შემთხვევის შედეგად „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე დაიღუპა

რაჭაში, სოფელ შქმერში, სავარაუდოდ უბედური შემთხვევის შედეგად, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა. როგორც „მთის ამბებს“ შქმერის მცხოვრებლებმა უთხრეს, ე.წ. ქვაგახეთქილას მიმდებარე ტერიტორიაზე, ზურაბ ბაკურაძე კლდის პირას იმყოფებოდა, რა დროსაც მიწა მოწყდა და ბაკურაძე ხევში გადავარდა.

ფოტოზე - ირაკლი მაჭარაშვილი გარემოს დაცვა

რატომ არ შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ევროპულ კანონმდებლობას

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი გიამბობთ, რატომ არ შეესაბამება „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობას, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და როგორ უქმნის პრობლემებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ენერგეტიკული უსაფრთხოება, ევროპული კანონმდებლობა და „ნამახვანი ჰესი“ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება.…

საკუთარი ჭერიც კი არ აქვთ, მაგრამ მაინც დაბრუნდნენ არხოტში, საზღვართან საზოგადოება

საკუთარი ჭერიც კი არ აქვთ, მაგრამ მაინც დაბრუნდნენ არხოტში, საზღვართან

33 წლის გიორგი ნაროზაული, საქართველო-ინგუშეთის საზღვართან, არხოტის ხეობაში საცხოვრებლად მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადავიდა. გიორგის არხოტში საკუთარი ჭერიც აღარ აქვს, თუმცა გერმანიიდან ახალდაბრუნებულს, ამან ხელი ვერ შეუშალა, გადაწყვეტილება სისრულეში მოეყვანა და ახიელში, დროებით, ნათესავის სახლში დაბინავდა.

26 ივნისს ტვიშში ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი გაიმართება საზოგადოება

26 ივნისს ტვიშში ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი გაიმართება

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 26 ივნისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, მდინარე რიონის პირას ლეჩხუმური ღვინის ფესტივალს გამართავს.

სოფელი თაბაგრები გარემოს დაცვა

ყველა გზა კარიერებთან მიდის - რეპორტაჟი ჭიათურის სოფელ თაბაგრებიდან

ჭიათურის სოფელ თაბაგრებში საითაც არ უნდა წახვიდეთ, ყველა გზა კარიერებთან მიგიყვანთ. აქაც, როგორც ბევრ სოფელში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი კონტრაქტორები პირდაპირ საცხოვრებელ უბნებში არიან „შეჭრილები“. გადათხრილია სახლების ეზოები, ნაკვეთები, ტყის ნაწილი, გზები - ყველაფერი, სადაც მანგანუმის არსებობას ვარაუდობენ. გაღატაკებული…

50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასაკავებლად - სპეცოპერაცია სვანების უბანში საზოგადოება

50-მდე სპეცრაზმელი რიონის ხეობის ერთი მცველის დასაკავებლად - სპეცოპერაცია სვანების უბანში

რიონის ხეობის მცველის, 29 წლის ირაკლი მუკბანიანის დასაკავებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წყალტუბოს სოფელ ახალ საყულიაში, სვანების უბანში სპეცოპერაცია 1-ელ ივნისს ჩაატარა. მუკბანიანის დაკავებაში 50-მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა. რიონის ხეობის მცველს შსს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. გამოძიებას საქმეში ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება აქვს -…

იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

„ნამოხვანის ჰესების კასკადის ხელშეკრულებით, ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“, - „მთის ამბებმა“ მოიპოვა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე, საქართველოს იუსტიციის…

ფოტო © Mtisambebi.ge საზოგადოება

„რიონი ჩემთვის იავნანაა“

რიონი ჩემი ბავშვობის მდინარეა და ბავშვობიდან მოყოლებული, ის დღემდე მესიზმრება. არა აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები - საქართველოში, თუ შორს საქართველოდან. მესიზმრება ისეთი, როგორიც სინამდვილეშია - დიდი, ძლიერი, მღვრიე და ხმაურიანი. იშვიათად ვხედავ ისეთს, როგორიც თავადაც იშვიათია. წელიწადში ერთხელ, შემოდგომის ბოლოს,…

გვერდი 32 სულ 117
თავში