საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ფოტოზე - შალვა ხორნაული საზოგადოება

მარტოკაცი საჭურედან - 30 წლის შალვა ხორნაული, რომელმაც ნასოფლარი გააცოცხლა

იქ არც დენია. მობილური ტელეფონი რომ დატვირთოს, კვირაში ერთხელ თიანეთში ფეხით ჩადის, იქამდე კი 7 კილომეტრია. უკან ამობრუნებულს დატვირთული ტელეფონი ორიოდე დღე უძლებს, ამიტომაც ხშირად გამორთული აქვს.

ფოტოზე - პაატა ხახიაური საზოგადოება

ხახაბო ერთი კაცით და ახალი სიცოცხლით - განაცხადი საქართველოში პირველ ეკოსოფელზე

„ადამიანს თურმე ყველაფერ შასძლებივ. ამ ორ თვეში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდ“, - ხევსურეთში, დათვიჯვრისა და წუბროვანის უღელტეხილების გადაღმა, ნასოფლარ ხახაბოში, მრავალი წლის შემდეგ პირველი სახლი ააშენა, ტრადიციული წესით. სიპის ქვის მშრალად აწყობაში ერთი გულიანი ნათესავი დაეხმარა. ბევრმა კი აღარ იცის…

ფოტოზე - გრიგოლ გაგნიძე საზოგადოება

შქმერში მანგანუმის მოპოვება სურთ - გაიზიარებს თუ არა ზემო რაჭა ჭიათურის ბედს

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი, მრავალმილიონიანი გზის მშენებლობას ზემო რაჭის ყველაზე მაღლა მდებარე სოფელში იმედით ელოდნენ. შქმერში, რომელიც ზამთარში გარესამყაროს ხშირად მოწყვეტილია და მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი შემორჩა, სჯეროდათ, რომ ახალი გზა სოფელს ახალ სიცოცხლესა და სიკეთეებს მოუტანდა - ხალხი…

„რიონის ხეობის მცველებს“ სოციალური სამართლიანობის ცენტრიც გაემიჯნა საზოგადოება

„რიონის ხეობის მცველებს“ სოციალური სამართლიანობის ცენტრიც გაემიჯნა

„რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა“, - მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ სოციალური სამართლიანობის ცენტრიც (ყოფილი EMC) გაემიჯნა. ორგანიზაცია „რიონის ხეობის მცველებს“ აქტიურ მხარდაჭერას უწევდა პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრძოლაში.

მწვანე ალტერნატივა მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ თანამშრომლობას წყვეტს საზოგადოება

მწვანე ალტერნატივა მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ თანამშრომლობას წყვეტს

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც აქტიურადაა ჩართული ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ ბრძოლაში და მშენებლობის ნებართვის გასაუქმებლად სასამართლოშიც დავობს, ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტს მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

ფოტოზე - კაზდო გლოველი საზოგადოება

მიწისძვრის გამო უსახლკაროდ დარჩენილი 85 წლის მარტოხელა ქალი რაჭიდან

ზამთარში, როცა აცივდება, ღამეებს სხვაგან ათევს. მუდმივად მცხოვრები ორი მეზობელიღა შერჩენია და მათ აკითხავს. თუ ვინმემ არ შეიკედლა, თოვლისა და ქარბუქისგან გაყინულ მის ქოხს ღუმელი ვერ ათბობს - 85 წლის კაზდო გლოველი 30 წელია უსახლკაროა. ხარისთვალში მდებარე სახლი 1991 წელს,…

ფოტო © სვანეთის სათემო რადიო საზოგადოება

თბილისიდან ზემო სვანეთში დაბრუნებული ხარძიანების ექვსშვილიანი ოჯახი

სოფო გულბანმა და ედუარდ ხარძიანმა თბილისი პანდემიის დროს დატოვეს და 5 შვილთან ერთად, სვანეთს დაუბრუნდნენ. 40 წლის შემდეგ, ხარძიანების მამაპაპისეული სახლი კალის თემის სოფელ ვიჩნაშში, დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი დახვდათ, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილება სვანეთში დაბრუნებაზე იმდენად მტკიცე იყო, რომ უსახლობამ…

ფოტოზე - „რიონის ხეობის მცველები“ საზოგადოება

„პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას - „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ის ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს. „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და…

თინა წიკლაური და არჩილ აფციაური / დიდი ნამტვრიანი საზოგადოება

გუდამაყრელების ოჯახი ქვემო ქართლში, მთის სოფელს სიკვდილს რომ არ ანებებს

ორ ოჯახსღა ითვლის სოფელი დიდი ნამტვრიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. თინა წიკლაურმა და არჩილ აფციაურმა წინაპრებისგან იციან, რომ გუდამაყრელები ქვემო ქართლში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ. მანგლისიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფლამდე, უპატრონობით გზა ისეა დაზიანებული, რომ მანქანით ამ მანძილის გავლას საათნახევარი სჭირდება. სოფელში არც…

ფოტოზე - მადონა წერედიანი ბიზნესი

ლატლიიშდ - სვანი ქალების საწარმო უძველესი ტრადიციების შესანარჩუნებლად

„სვანური მარილი იმდენად მოთხოვნადია და ისე გაამარტივეს მისი დამზადება, მარტო სახელიღა შემორჩა მისგან. ასევეა სვანური ქუდიც - ლატალის თემში, რომელიც 10 სოფელს მოიცავს, მხოლოდ ერთი ადამიანია, სვანურ ქუდს რომ აკეთებს. ძირითადად თბილისიდან შემოაქვთ და აქ ყიდიან, მიმსგავსებულიც კი არ არის…

გვერდი 31 სულ 117
თავში