საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ფოტოზე - ნატა ჯაფარიძე, FB გვერდიდან საზოგადოება

პირველი მაშველი ქალი საქართველოში - ნატა ჯაფარიძე

„როცა ადამიანი ზვავშია მოყოლილი, დაახლოებით 15 წუთი გვაქვს მის გადასარჩენად - უნდა იპოვო, ამოთხარო და ამოიყვანო. მოტეხილობების შემთხვევაში, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, ზოგჯერ წამებიც გადამწყვეტია. ქვეყანას კი ერთი სამაშველო ვერტმფრენიც არ აქვს. უშბაზე რომ ვიღაცას შველა სჭირდება, შენ ფეხით…

არჭილოში დაბრუნებულ ხევსურებს „მთის ამბები“ სახლების გადახურვას დაუფინანსებს საზოგადოება

არჭილოში დაბრუნებულ ხევსურებს „მთის ამბები“ სახლების გადახურვას დაუფინანსებს

საქართველო-რუსეთის საზღვართან, ხევსურეთის სოფელ არჭილოში საცხოვრებლად დაბრუნებულ ამირან და მამუკა ზვიადაურებს, „მთის ამბები“ ტრადიციული წესით ახალაშენებული სახლების გადახურვას სრულად დაუფინანსებს. ორივე სახლს ჭერი თოვლის მოსვლამდე უნდა ჰქონდეს.

ფოტოზე - ლოლა ბერჩლიანი კულტურა

ბერჩლიანების საგვარეულო მაჩუბს ძეგლის სტატუსი მიენიჭა და რეაბილიტაცია დაიწყო

ზემო სვანეთში, ბეჩოს თემის სოფელ ტვებიშში ბერჩლიანების საგვარეულო მაჩუბს, რომელიც მე-18 საუკუნეშია აგებული, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მაჩუბის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 64 380 ლარი გამოიყო. სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

რატომ ვერ აყვავდა კურორტი წყალტუბო ბიზნესი

რატომ ვერ აყვავდა კურორტი წყალტუბო

კურორტ წყალტუბოს განვითარებას ჯერ პრეზიდენტი სააკაშვილი გვპირდებოდა, მერე ივანიშვილი, ღარიბაშვილი, გახარია და ისევ ღარიბაშვილი. მოქმედი პრემიერ-მინისტრი პირველად 2015 წელს დაგვპირდა, რომ წყალტუბო ტოლს არ დაუდებდა გერმანიისა და ჩეხეთის ცნობილ საკურორტო ქალაქებს ბადენ ბადენსა და კარლოვი-ვარს. დაპირებებში მას ივანიშვილიც შეეშველა და…

სვანეთის და რაჭის სოფლებში „მაგთიფიქსის“ აღსადგენად კომუნიკაციების კომისიას მიმართეს საზოგადოება

სვანეთის და რაჭის სოფლებში „მაგთიფიქსის“ აღსადგენად კომუნიკაციების კომისიას მიმართეს

სვანეთის და რაჭის სათემო ორგანიზაციებმა საზღვრისპირა სოფლებში - ცანაში, ზესხოსა და გონაში „მაგთიფიქსის“ გათიშვის გამო კომუნიკაციების კომისიას მიმართეს. სათემო ორგანიზაციები კომისიისგან ითხოვენ, კომპანია „მაგთიკომს“ სატელეფონო კავშირის აღდგენა დაავალოს. მიმართვის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ მოსთხოვა, შეისწავლოს, რამ გამოიწვია აღნიშნულ სოფლებში „მაგთიფიქსის“…

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ გოგი ხაბულიანს სახლი უყიდა საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ გოგი ხაბულიანს სახლი უყიდა

ლენტეხის რაიონის სოფელ ფანაგაში უსახლკაროდ დარჩენილ გოგი ხაბულიანს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საცხოვრებელი სახლი უყიდა.

ხახაბოელი მარტოკაცის დაუჯერებელი ამბავი საზოგადოება

ხახაბოელი მარტოკაცის დაუჯერებელი ამბავი

ხახაბოელი მარტოკაცი პაატა ხახიაური თბილისელმა ნინო ბარნაბიშვილმა „მთის ამბების“ რეპორტაჟიდან გაიცნო. პაატამ ხახაბოში წელს ახალი სახლიც ააშენა. „მთის ამბების“ დახმარებით დაფინანსებაც მოიპოვა და სახლი ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა. ახალშეუღლებული წყვილი, 20 წლიანი წყვეტის შემდეგ, პირველი ოჯახი იქნება, რომელიც მუდმივად, ზამთარშიც…

ვაქცინირებული პირებისთვის 100-დან 10 000 ლარამდე ოდენობის ჯილდოები გათამაშდება საზოგადოება

ვაქცინირებული პირებისთვის 100-დან 10 000 ლარამდე ოდენობის ჯილდოები გათამაშდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია.

ფოტოზე - ამირან ზვიადაური საზოგადოება

არჭილოც გაცოცხლდა, საზღვრისპირა ხევსურეთის ბოლო სოფელი

32 წლის ბადრი ზვიადაური პირიქითა ხევსურეთის ბოლო სოფლის, არჭილოს ბოლო მუდმივი მცხოვრები იყო. ბადრის ცხედარი ვერ იპოვეს. მდინარე ანდაქისწყალში ოთხთვიანი ძებნის შემდეგ მხოლოდ ქამარს, მაისურის ნაგლეჯსა და თავის ქალის ნაწილს მიაგნეს. 2010 წელს ბადრი არჭილოდან შატილში პროდუქტის შესაძენად იყო ჩასული.…

გიორგი ნიკოლავას ფოტო საზოგადოება

გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში, უშუქოდ, უტელეფონოდ, უინტერნეტოდ

რაღაცნაირად დაჩაგრულია რაჭა - ბევრი რამ აქვს ამ კუთხეს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის, მაგრამ მაინც ყველაზე ღარიბი და დაცლილია.

გვერდი 28 სულ 117
თავში