საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

სიცრუეა ინფორმაცია, რომ მეუფე ზენონი ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა საზოგადოება

სიცრუეა ინფორმაცია, რომ მეუფე ზენონი ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა

სამების ტაძრის დეკანოზის პეტრე კოლხის და მასზე დაყრდნობით, რამდენიმე საინფორმაციო გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა, არ დასტურდება.

სად და რომელ მონაკვეთებზეა მოძრაობა აკრძალული - შეზღუდვა გზებზე საზოგადოება

სად და რომელ მონაკვეთებზეა მოძრაობა აკრძალული - შეზღუდვა გზებზე

თოვლის, ლიპყინულის, ყინვისა და ქარბუქის გამო, საქართველოს გზებზე შეზღუდვებია. მოძრაობა ზოგან მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული, ზოგან კი აკრძალულია ტრაილერებისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. საავტომობოლო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:

გაქცეული ტურისტები და ასობით ათასი ლარის ზარალი - რა დაუჯდა მესტიას ენერგოკრიზისი ბიზნესი

გაქცეული ტურისტები და ასობით ათასი ლარის ზარალი - რა დაუჯდა მესტიას ენერგოკრიზისი

ნათია ქურდიანის სასტუმრო „მესტიამ“ ორი კვირით ასული აჭარელი, რუსი და ახალზელანდიელი სტუმრები სამ დღეში დაკარგა. უცხოეული და ქართველი ტურისტები ზემო სვანეთიდან სიცივემ, სიბნელემ და გაჩერებულმა საბაგიროებმა გააქცია. მესტიის სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ წინასაახალწლოდ ელექტრომომარაგების კრიზისმა ისინი ათასობით ლარით აზარალა, რადგან…

ფოტოზე - სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია საზოგადოება

პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა - დავით ნარმანია სვანეთში მაინინგის პრობლემის გადაწყვეტაზე

რა სამართლებრივი საფუძველი აქვს მესტიის რაიონისთვის დენის უფასოდ მიწოდებას; რას პასუხობს სემეკი „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას, ზემო სვანეთის ელექტრომომარებაზე პასუხისმგებლობა და ქსელის მართვა მუნიციპალიტეტს გადაეცეს - მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისსა და მაინინგის პრობლემებზე, ასევე იმაზე, თუ რაში ხედავს გამოსავალს და რატომ…

ხატზე დაფიცების მიუხედავად სვანეთში დენის მოხმარება არ შემცირებულა საზოგადოება

ხატზე დაფიცების მიუხედავად სვანეთში დენის მოხმარება არ შემცირებულა

ახალი წლის წინა დღეს, ორკვირიანი უშუქობის შემდეგ, სვანებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ე.წ. მაინერებს გამორთავდნენ. ვინც არ გამორთავდა - დაიწყევლა. ერთი კვირაა, სვანეთს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება, თუმცა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მტკიცებით, დენის მოხმარება არ შემცირებულა, ქსელი უკიდურესად დატვირთულია, რაც იმას ნიშნავს,…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოება

ჯავახეთის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვენ

ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს მიმართავს და იმ ათასობით ადამიანის პრობლემის შესწავლას სთხოვს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგეს და მის აღდგენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ფრენები მესტიაში, ამბროლაურსა და ბათუმში - განრიგი და ფასები საზოგადოება

ფრენები მესტიაში, ამბროლაურსა და ბათუმში - განრიგი და ფასები

ნატახტარის აეროდრომიდან, რომელიც თბილისიდან 20 წუთის სავალზეა, მესტიის მიმართულებით ავიარეისი კვირაში ოთხჯერ სრულდება, ამბროლაურის მიმართულებით ორჯერ. კვირაში ერთხელ არის ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში კი კვირაში სამჯერ.

ნაქერალას და ფარავნის უღელტეხილებზე მოძრაობა აკრძალულია - შეზღუდვები გზებზე საზოგადოება

ნაქერალას და ფარავნის უღელტეხილებზე მოძრაობა აკრძალულია - შეზღუდვები გზებზე

თოვის, ქარბუქის, ზვავსაშიშროებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იმერეთში, რაჭაში, სვანეთში, ჯავახეთსა და მაღალმთიან აჭარაში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. რაჭაში ნაქერალას (ტყიბული-ამბროლაურის გზა) და ჯავახეთში ფარავნის უღელტეხილებზე (წალკა-ნინოწმინდის გზა) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მიწის ინდივიდუალური წესით რეგისტრაცია ფასიანი გახდა საზოგადოება

მიწის ინდივიდუალური წესით რეგისტრაცია ფასიანი გახდა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. 2022-2024 წლებში სააგენტო 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) სისტემურ რეგისტრაციას ეტაპობრივად უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:

სვანეთში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავენ - ფიცის გამტეხი დაიწყევლა საზოგადოება

სვანეთში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავენ - ფიცის გამტეხი დაიწყევლა

მესტიაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში გუშინ, 30 დეკემბერს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ვისაც ე.წ. მაინერები აქვს, გამორთავენ, რათა ზემო სვანეთში უშუქობის პრობლემა მოგვარდეს: „დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს“.

გვერდი 24 სულ 117
თავში