საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

მისია

Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში…

რით გვიზიდავს თუშეთი მოგზაურის დღიური

რით გვიზიდავს თუშეთი

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა. თუშეთის მთავარი ღირსშესანიშნაობებია ულამაზესი სოფლები და ნასოფლარები, კესელოს ციხე, შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, ნიამორების გადასახედი და სხვა.

როგორ მოვხვდეთ მაჭისციხესა და შავი კლდეების ტბაზე მოგზაურის დღიური

როგორ მოვხვდეთ მაჭისციხესა და შავი კლდეების ტბაზე

ლაგოდეხში მსოფლიოში ერთ-ერთი უკეთესად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიებია. საერთო ფართობი შეადგენს და მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა.) და აღკვეთილს (4702 ჰა). ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩა N17–ში.

დამბალხაჭო - ტრადიციული ფშაური საკვები ძეგლის სტატუსით მთის პროდუქტი

დამბალხაჭო - ტრადიციული ფშაური საკვები ძეგლის სტატუსით

დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) - ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსოში - ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი კვამლის ზემოთ ჰკიდია.

„ხევის დაცლა“ – მე რომ აღარ ვიქნები, გამაიხედავენ და შუქი აღარ იქნება... საზოგადოება

„ხევის დაცლა“ – მე რომ აღარ ვიქნები, გამაიხედავენ და შუქი აღარ იქნება...

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სტეფანწმიდა“ ხევის დაცლაზე ფილმი გადაიღო. 9 წუთიანი ფილმი ყაზბეგის რაიონში არსებულ საგანგაშო დემოგრაფიულ მდგომარეობას ასახავს. ფილმში სხვადასხვა ასაკის ადამიანები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელთა გამოც მოსახლეობა ხევს ტოვებს. ფილმში რესპოდენტები ამბობენ, რომ ახალგაზრდები ყაზბეგიდან ცუდი საყოფაცხოვრებო პირობების და უმუშევრობის…

მიკროგრანტები მთის განვითარებისთვის 27 ივნისიდან 29 ივლისამდე ბიზნესი

მიკროგრანტები მთის განვითარებისთვის 27 ივნისიდან 29 ივლისამდე

მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის მიზნით, 27 ივნისიდან მთის განვითარების მიკროგრანტების პროგრამა ამოქმედდა. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რა არის პრიორიტეტული, რა ეტაპების გავლა მოუწევთ განმცხადებლებს, როდის მოხდება განაცხადების შერჩევა და დაფინანსება? საინფორმაციო ცენტრების ქსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის…

რატომ ყრიან მატყლს თუში მეცხვარეები ბიზნესი

რატომ ყრიან მატყლს თუში მეცხვარეები

დამწვარ და დიდი რაოდენობით გადაყრილ მატყლს თუშეთში ბევრგან ნახავთ, მათ შორის საავტომობილო გზის პირას. თუშური ჯიშის ცხვრის მატყლს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და წლების წინ, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული იყო, მეცხვარეები ყოველწლიურად ტონობით ყრიან, რადგან რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ერთი კილოგრამი მატყლის…

ბოჭორნა – ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში ბიზნესი

ბოჭორნა – ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე – ეს სოფელი ბოჭორნაა, თუშეთში, გომეწრის ხეობაში. ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სოფელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი…

თუშეთში ფიჭვნარს განადგურება ემუქრება – მდგომარეობა კატასტროფულია! გარემოს დაცვა

თუშეთში ფიჭვნარს განადგურება ემუქრება – მდგომარეობა კატასტროფულია!

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიჭვნარს განადგურება ემუქრება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მდგომარეობა კატასტროფულია. თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კერძოდ კი წითელთა, ქუე და სოფლების: შენაქოს, დიკლოს, ცოკალთასა და ხისოს მიმდებარე ფიჭვნარი ხეების 70% დაზიანებულია ლაფნიჭამიას მიერ. ექსპერტების დასკვნით, მსგავსი დაზიანებები იწვევს წიწვების…

თუშები ცალკე თვითმმართველი ერთეულის შექმნას ითხოვენ პოლიტიკა

თუშები ცალკე თვითმმართველი ერთეულის შექმნას ითხოვენ

თუშები საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ, თუშეთი და თუშებით დასახლებული სოფლები ახმეტის მუნიციპალიტეტს გამოეყოს და ახალი თვითმმართველი ერთეული შეიქმნას. შესაბამისი წერილით მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, თუშების სახელით ასოციაცია „თუში მეცხვარეს“ ხელმძღვანელმა ზურაბ მურთაზაშვილმა მიმართა.

გვერდი 116 სულ 117
თავში