საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

Mtisambebi.ge

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ონში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა საზოგადოება

ონში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ონში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან 2 მლნ 900 ათასი ლარით იყო დაფინანსებული. ბუნებრივი აირით სარგებლობა ონში მცხოვრებ 1855 ოჯახს შეუძლია.

ლეილა უძილაურის ვიდეობლოგი – ერთადერთი, რაც ამ ხეობას იმედს აძლევს, სკოლაა საზოგადოება

ლეილა უძილაურის ვიდეობლოგი – ერთადერთი, რაც ამ ხეობას იმედს აძლევს, სკოლაა

„მთელი ბავშვობა აქ, ამ სოფელში მაქვს გატარებული, ბებო-პაპასთან. ოჯახით ხან აქ ვცხოვრობდით, ხან - ახმეტაში. დედაჩემიც, ჩემსავით, ამ სკოლის მასწავლებელი იყო და მეც ეს სკოლა დავამთავრე. ზუსტად იმის თქმა გამიჭირდება, რამდენი კომლი ცხოვრობდა ადრე, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ილტოს ხეობა ხალხმრავალი…

მიხეილ ღანიშაშვილის ვიდეობლოგი ილტოს ხეობიდან საზოგადოება

მიხეილ ღანიშაშვილის ვიდეობლოგი ილტოს ხეობიდან

„ახლა რომ მოვიდეს უცხო სტუმარი და გადახედოს ამ ხეობას, ვერც კი წარმოიდგენს, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე დუღდა. მარტო ჩემს სოფელში, ჭართალაში, რომელიც, ფაქტობრივად ხეობის ბოლო სოფელია, რამდენიმე წლის წინ 39-40 ოჯახი იყო, ადრე უფრო მეტიც. ახლა, ამ ზამთრის მდგომარეობით, 9-10…

ბორჯომ–ბაკურიანში მომხმარებლებს რეაბილიტირებული „კუკუშკა“ მოემსახურება ბიზნესი

ბორჯომ–ბაკურიანში მომხმარებლებს რეაბილიტირებული „კუკუშკა“ მოემსახურება

ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება. ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, მატარებელი დღეში 2 რეისს ასრულებს.

კურორტი მიტარბი გაიხსნა ბიზნესი

კურორტი მიტარბი გაიხსნა

30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში კურორტი მიტარბი გაიხსნა. სახელმწიფოს მიერ აშენდა ახალი საბაგირო გზა, გარემონტდა გზები, ხოლო კერძო კომპანია „ჯიარდისი“ ახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში.

გუდაურში „Doppelmayr“-ის ახალი საბაგირო გაიხსნა ბიზნესი

გუდაურში „Doppelmayr“-ის ახალი საბაგირო გაიხსნა

გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr”-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

სამი კვირაა ხადის ხეობის სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი საზოგადოება

სამი კვირაა ხადის ხეობის სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი

სამი კვირაა რაც დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობის სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლებამდე მისასვლელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს. ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, სამი კვირის განმავლობაში გზა არ გაიწმინდა.

სვანეთში ზვავს მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა საზოგადოება

სვანეთში ზვავს მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა

ჯვარი-მესტიის გზის ხაიშის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავს ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი მესტიაში მცხოვრები 54 წლის მამაკაცია.

სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს საზოგადოება

სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, „მოთხილამურე პატრული“ დაიცავს. საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შსს-ს აკადემიაში გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

2017 წლიდან თუშეთსა და ხევსურეთში ნარჩენების მართვის სერვისი ამუშავდება გარემოს დაცვა

2017 წლიდან თუშეთსა და ხევსურეთში ნარჩენების მართვის სერვისი ამუშავდება

2017 წლის ზაფხულიდან თუშეთსა და ხევსურეთში ნარჩენების შემგროვებელი ურნები განთავსდება, მოეწყობა დროებითი ნაგავსაყრელები, რის შემდეგაც ნარჩენები ბარში, რეგიონულ ნაგავსაყრელზე გადმოიტვირთება, – ამის შესახებ „მთის ამბებს“ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა განუცხადა.

გვერდი 110 სულ 117
თავში