საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

სათხილამურო კურორტებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

17:51 - 18 დეკემბერი 2016 hits 490

წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, „მოთხილამურე პატრული“ დაიცავს. საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შსს-ს აკადემიაში გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

ტრენინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან 74 „მოთხილამურე პატრული“ ესწრებოდა. სწავლება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავდა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალა.

„მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. „მოთხილამურე პატრული“ სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით არის აღჭურვილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში