საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„აწარმოე საქართველოს“ მიკროგრანტების გაცემის წესი სასამართლოში გასაჩივრდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:04 - 20 ივნისი 2023 hits 2026

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიკროგრანტების გაცემის წესი სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაცია სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანების იმ ნაწილს ხდის სადავოდ, რომლითაც სააგენტო გრანტის მაძიებლებს ბიზნესიდეის ეტაპზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას უზღუდავს.

სააგენტო და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებენ, ბიზნესიდეას შაბლონური სისტემით აფასებენ, ბევრ შემთხვევაში არაობიექტურად და მიკერძოებულად. უარყოფითად შეფასების შემდეგ გრანტის მაძიებელი კონკურსს ეთიშება.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა კონკურსს წელიწადში ერთხელ აცხადებს და 30 ათას ლარამდე გრანტებს გასცემს. პროგრამას ყოველწლიურად ათასობით განმცხადებელი ჰყავს, რადგან ბევრი ადამიანისთვის მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ერთადერთი შესაძლებლობაა.

გასაჩივრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითა გარანტირებული. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიაჩნია, რომ გასაჩივრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას. საჩივრის ან სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს და თუ კანონშეუსაბამოა, აუქმებს.

გასაჩივრების უფლების მნიშვნელობასა და როლზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის დაფუძნებული, მის დაქვემდებარებაშია და პროგრამის ძირითადი ნაწილიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში