საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგში უნგრელი ტურისტი დაიღუპა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:37 - 17 მარტი 2017 hits 5094

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კობთან ჩამოწოლილ ზვავში უცხოელი ტურისტი დაიღუპა.

უბედური შემთხვევა ყაზბეგში დღეს მოხდა. გარდაცვლილი უნგრელი მოთხილამურე იყო, რომელიც ყაზბეგში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გივი ქირიკაშვილის ინფორმაციით, დაღუპული ზვავიდან უკვე გამოყვანილია.

წელს, ზვავის ჩამოწოლის შედეგად საქართველოში უკვე ორი ტურისტი დაიღუპა. წინა შემთხვევა სვანეთში, თეთნულდზე 25 თებერვალს მოხდა, რა დროსაც გერმანელი ტურისტი დაიღუპა.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში