საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თეთნულდზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:39 - 26 თებერვალი 2017 hits 4670

სვანეთში, თეთნულდზე ზვავში მოყოლილი ორი გერმანელი ტურისტიდან ერთ-ერთი დაიღუპა. გარდაცვლილი 46 წლის მამაკაცია.

„სვანეთში მოყვარულ ექსტრემალთა 5-კაციანი ჯგუფია გერმანიიდან ჩამოსული. ისინი თეთნულდზე სნოუბორდით სრიალებდნენ. ორი მათგანი ზვავში მაშინ მოჰყვა, როცა აკრძალულ ზონაში, სათხილამურო ტრასიდან 6 კმ-ის მოშორებით გადავიდნენ. ერთ-ერთმა დამცავი ბალიში გახსნა და უვნებელი გადარჩა. სამაშველო სამსახურიც მან გამოიძახა. სათანადო აღჭურვილობა გარდაცვლილსაც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მან დამცავი ბალიში არ გახსნა და დაიღუპა. ის ზვავში, ნახევარი მეტრის ქვემოთ იყო ჩამარხული. გადარჩენილიც და მიცვალებულიც კურორტ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს,” - განაცხადა „მთის ამბებთან“ საუბარში მესტიის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

გარდაცვლილი ტურისტი პროზექტურაშია გადასვენებული.

უბედური შემთხვევა თეთნულდზე 25 თებერვალს მოხდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში