საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში ცეცხლი 10 ჰექტარზეა გავრცელებული, ხანძარი ძლიერდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:38 - 02 სექტემბერი 2017 hits 9365

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან დაახლოებით 3–4 კილომეტრში, ტყეში ცეცხლი უკვე 10 ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც „მთის ამბების“ რეპორტიორი თუშეთიდან გვატყობინებს, ფიჭვნარის დიდი ნაწილი სრულად არის დამწვარი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება თუშეთში გამგებლის წარმომადგენელი ლადო კახოიძე. მისი თქმით, ხანძრის ლოკალიზებას ერთი მხრიდან პოლიციელები და რეინჯერები ცდილობენ, მეორე მხრიან კი მაშველები, სულ დაახლოებით 20 ადამიანი.

„ხანძრის კერამდე წყალი ვერ მიგვაქვს. სამანქანო გზა არ არის. ნიჩბებით ვცდილობთ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ნიავი უფრო აძლიერებს. ამ დგილას, ტყეში ბევრი ხმელი ხეა და ესეც ცეცხლის გაძლიერებას უწყობს ხელს.

მინიმუმ 10 ჰეტქარი ტყე თითქმის უკვე დამწვარია და სამწუხაროდ, ხანძარი კიდევ უფრო ძლიერდება. ვერტმფრენს ვითხოვთ, ვიდრე დაღამდება, რომ იქნებ ლოკალიზება შევძლოთ.

საუბარი იყო იმაზე, სად შეიძლება ვერტმფრენმა წყალი აიღოს. გზის პირას, ხისომდე, სადაც მეწყრული ადგილია და მდინარეა დაგუბებული, იქიდან შეიძლება წყლის აღება. ამ დროისთვის არ არის იმის საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე გავრცელდეს, თუმცა ძალიან საყურადღებო სიტუაციაა“, – აღნიშნა ლადო კახოიძემ.

სოფელ ხახაბოსთან ტყეში დაკვამლიანება დღეს, დილით შენიშნეს. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მეხმა გააჩინა, რომელიც შესაძლოა, გუშინ, საღამოს, ძლიერი ჭექა–ქუხილის დროს ჩამოვარდა.  

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელსაც ტყის ხანძრების დროს იყენებენ, ამ დროისთვის თელავის რაიონის სოფელ ართანას ტერიტორიაზე მუშაობს, სადაც კოხტას მთაზე ტყე იწვის.

ამ თემაზე:

როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული მეხანძრეებისა და ტყის მცველების პირად გმირობაზე?

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში