საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბრაკონიერებს ფშავში დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:57 - 07 თებერვალი 2017 hits 12157

ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ.

როგირც „მთის ამბებს“ გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. ბრაკონიერები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

სამინისტროს ცნობით, შედგა შესაბამისი ოქმი. გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა.

ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. დაჭრილი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ თემაზე:

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში