საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:54 - 05 თებერვალი 2017 hits 7588

ბრაკონიერების მიერ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაჭრილი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეროვნული პარკის დირექტორის, ლევან თაბუნიძის თქმით, შველი მანამდე მოკვდა, ვიდრე საოპერაციოდ თბილისში გადაიყვანდნენ.

"გუშინ, რეინჯერები პარკში შემოწმებას ახორციელებდნენ, როდესაც ძაღლების ყეფა და ორი ადამიანის ნაკვალევი შენიშნეს. შველი საავტომობილო გზამდე იყო ჩამოსული, იქ ვიპოვეთ დაჭრილი და ფეხებდამტვრეული. მას პირველადი დახმარება ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაუწიეს. ვეტერინარების თქმით, ტყვია შიგნით იყო შესული, რამაც შიდა სისხლდენა გამოიწვია. დღეს დილით ვგეგმავდით თბილისში, ზოოლოგიის ცენტრში გადაყვანას, სადაც ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, მაგრამ დილით მკვდარი დაგვხვდა. სამწუხაროდ, ბრაკონიერები გაგვექცნენ, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა", - ამბობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი ლევან თაბუნიძე.

ბორჯობ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 300-350 შველი ბინადრობს. ლევან თაბუნიძის განცხადებით, ბრაკონიერობის შემთხვევები ხშირია.

"90-იან წლებში რომ კვლევა ჩატარდა, მაშინ მხოლოდ 39 ინდივიდი დაითვალეს. შვლების რაოდენობა იზრდება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ბრაკონიერობას სხვადასხვა გზით, მათ შორის ფოტო ხაფანგებითა და დაგეგმილი რეიდებით ვებრძვით. შედეგი გვაქვს, თუმცა სამწუხარო ფაქტია ის, რომ გასული წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ადმინისტრაციული გადაცდომის შემთხვევაში მოსამართლეები ძირითადად სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლებიან", - აღნიშნავს ლევან თაბუნიძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ოქმები შეადგინეს და მონაცემები შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნეს.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა აკრძალულია. ნადირობის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული კოდექსი 500-დან 700 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. შვლის მოკვლის შემთხვევაში კი გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5000 ლარს შეადგენს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში