საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გიორგი ჭეიშვილი

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: Cheishvilig@gmail.com

მარტო კლასში - ქეთო, შატილის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი საზოგადოება

მარტო კლასში - ქეთო, შატილის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი

პირიქითა ხევსურეთში, შატილის საჯარო სკოლაში 8 მასწავლებელი 7 ბავშვს ასწავლის. ყველაზე უფროსი მოსწავლე დამამთავრებელ კლასშია, ყველაზე პატარა და ერთადერთი გოგონა კი, პირველკლასელი ქეთო დაიაურია. სასწავლო წლის დაწყებას შიში და სიხარული ერთდროულად ახლავს თან. პედაგოგებს უხარიათ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველკლასელი…

ექვსი ბავშვისთვის უკანონოდ შეწყვეტილი დახმარება, რის გამოც სკოლაში ვერ მიდიან საზოგადოება

ექვსი ბავშვისთვის უკანონოდ შეწყვეტილი დახმარება, რის გამოც სკოლაში ვერ მიდიან

მთიულეთში, სოფელ ბედონში, ბედოიძეების ექვსშვილიან ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტო ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ საარსებო შემწეობის თანხას არ აძლევს. ექვსი ბავშვიდან ოთხი ხვალ სკოლაში უნდა წასულიყო, თუმცა იმის გამო რომ მშობლებმა ტანსაცმელი ვერ უყიდეს, ბავშვები სკოლაში ვერ მივლენ.

ახალი პროექტები Mtisambebi.ge–ზე საზოგადოება

ახალი პროექტები Mtisambebi.ge–ზე

„მთა და ლიტერატურა“, „მთის კიდობანი“, „მთის ვიკი“, „ფერმერი მთიდან“ – 13 სექტემბრიდან mtisambebi.ge ახალ რუბრიკებსა და უფრო მრავალფეროვან მასალებს შემოგთავაზებთ.

31 სოფელი და 24 წელი საბავშვო ბაღის მოლოდინში საზოგადოება

31 სოფელი და 24 წელი საბავშვო ბაღის მოლოდინში

მთიულეთში, ქვეშეთის თემის 31 სოფლის ბავშვებს საბავშვო ბაღში 1993 წლის შემდეგ, 24 წელია არ უვლიათ. ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთსართულიანი, მცირე ზომის საბავშვო ბაღის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, მაგრამ დღემდე ვერ დასრულდა.

მარტოკაცი ანდაქიდან - ერთი ბილიკა გვინდა, გზას ხომ არ ვითხოვთ საზოგადოება

მარტოკაცი ანდაქიდან - ერთი ბილიკა გვინდა, გზას ხომ არ ვითხოვთ

15 წელია მუცოში საზღვარს ამაგრებს. ანდაქში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ იყო იძულებითი გადასახლება სოფელ გამარჯვებაში, ნახევრად უდაბნოში ცხოვრება და უკან დაბრუნების სირთულე. დაოჯახებულია, თუმცა მეუღლესა და შვილებს ზაფხულობით თუ ნახულობს - ზამთარში, როცა ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე ეცემა და დათვიჯვრის…

დათვი არ გეგონოთ, არაფერი მესროლოთ, მენა ვარ მეთქი, მენა – მაყვალა წიკლაური წკერედან საზოგადოება

დათვი არ გეგონოთ, არაფერი მესროლოთ, მენა ვარ მეთქი, მენა – მაყვალა წიკლაური წკერედან

გასულ ზამთარს ზვავს გადაურჩა - „პროვოლკა“, ტომარა და ქურთუკი ერთმანეთს გადააბა, ნახევრადჩამონგრეული სახლის ფანჯრიდან გადმოკიდა და ისე გამოაღწია სამშვიდობოს. გაუმართლა, რომ თოვლმა სათავსოს კედელი არ დაანგრია და თავადაც ქვეშ არ მოიყოლა. ეშინია, რომ მოსავლელად მიბარებული საქონელი მგელმა არ შეუჭამოს -…

ანიჩკა ბექაური - 83 წლის ფარდაგების მქსოველი ხადას ხეობიდან, სოფელს დაცლას რომ არ ანებებს ქალი მთაში

ანიჩკა ბექაური - 83 წლის ფარდაგების მქსოველი ხადას ხეობიდან, სოფელს დაცლას რომ არ ანებებს

გზა ცუდია და ქვიანი, ხეობა მწვანე და კლდიანი. მთებს შორის მდებარე წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია. 83 წლის ანიჩკა ბექაური და მისი მეზობელი კი ამ სოფლის უკანასკნელი მუდმივი მცხოვრებლები.

თბილისიდან რაჭაში - 26 წლის ტყუპი ძმების ბიზნესი დაცარიელებულ სოფელში საზოგადოება

თბილისიდან რაჭაში - 26 წლის ტყუპი ძმების ბიზნესი დაცარიელებულ სოფელში

„სიყვარულმა დაგვაბრუნა. აქ ვართ გაზრდილები, ბებიამ და ბაბუამ შეგვაყვარა აქაობა. გული მწყდებოდა, რომ დაიკეტა და დაიცალა სოფელი. აღარავინ იყო მოსახლე. ამ ტკივილის გამო წამოვედით სოფელში. ოჯახის წევრებიც და ახლობლებიც გვეუბნებოდნენ - ცხოვრება გაგიჭირდებათო, მაგრამ აქაობის სიყვარულით დავძლიეთ ყველაფერი“.

„ქმარს რომ ჩემთვის ხელი მეეხარა, იქ რა გამაჩერებდა“ - ქეთო არაბული ჯუთადან საზოგადოება

„ქმარს რომ ჩემთვის ხელი მეეხარა, იქ რა გამაჩერებდა“ - ქეთო არაბული ჯუთადან

„ძნელი იყო ხევსური ქალის ცხოვრება. ოჯახში ქალი აკეთებდა ყველაფერს: ძროხა მოსაწველი, ყველი შესაწური, საჭმელი გინდა, სხვა საქმე გინდა. კაცებსაც ქალები უვლიდენ, ტანსაცმელს უკერავდენ, უქსოვდენ. კაცისთვის სირცხვილი იყო, ქალი სახლში ყოფილიყო და საქმე თითონ გეეკეთა. ლხინი იყო, ჭირი იყო, ქალები იყვნენ…

ნიკა არაბული - 13 წლის გიდი ჯუთადან საზოგადოება

ნიკა არაბული - 13 წლის გიდი ჯუთადან

ნიკა არაბული 13 წლისაა. საზაფხულო არდადეგები რომ ეწყება, საკუთარ სოფელში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ჯუთაში მიიჩქარის.

გვერდი 1 სულ 2
თავში