საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 16 დეკემბერი 2017

2002-2014 წლებში ხევსურეთის 10 სოფელი მთლიანად დაიცალა

12:35 - 07 დეკემბერი 2017 hits 540

12 წლის განმავლობაში, ხევსურეთის თემის სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრდა და 615 ადამიანიდან - 354-მდე შემცირდა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მთლიანად დაცლილია ხევსურეთის 10 სოფელი, ხოლო 25 სოფელში ადგილობრივების რაოდენობა 10 ადამიანს არ აღემატება.

2002 წლის მონაცემების მსგავსად, 2014 წელსაც, ყველაზე მეტი ადამიანი ბარისახოში (153), გუდანსა (22) და კორშაში (69) ცხოვრობს.

ხევსურეთის თემში გვხვდება სოფლებიც, რომელსაც მხოლოდ მარტოკაცებიღა ასოფლებენ - ახიელს - შიო ოჩიაური, ჭიმღას - გიგლა ოჩიაური, ამღას - გაბო წიკლაური, ზეისტეჩოს კი მიხა არაბული.

საერთო ჯამში, 2002 წელთან შედარებით, მცხეთა-მთიანეთის რაიონის მოსახლეობა 24,8%-ითაა შემცირებული.  

იმის შესახებ კი, თუ რატომ იცლება ხევსურეთის მაღალმთიანი სოფლები და რატომ ტოვებენ ადგილობრივები სახლ-კარს, ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც რიცხვებს მიღმა დგანან.

2002-2014 წლებში ხევსურეთის 10 სოფელი მთლიანად დაიცალა

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში