საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

11:42 - 21 მარტი 2017 hits 626

ქართველმა პარასპორტსმენმა, ირმა ხეცურიანმა იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ ეტლით ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.

ხეცურიანმა ფინალში გერმანელი მეტოქე ანგარიშით 15:4 დაამარცხა. ამავე ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენმა რაპირაში გამართულ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალიც მოიგო.  

ირმა ხეცურიანმა ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში ვარჯიში 3 წლის წინ დაიწყო. ეს მისი მეხუთე მედალია კარიერაში. ირმა ხეცურიანი არის კანადის გრანპრის ბრინჯაოს და მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლების მფლობელი. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვს მოგებული პოლონეთის ღია ჩემპიონატზეც.

პიზაში გამართულ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიგო საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ნინი თიბილაშვილმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში