საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გუდამაყარსა და უკანაფშავში სოფლების აღმნიშვნელი ბანერები დაიდგმება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:24 - 18 მარტი 2018 hits 5295

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყარსა და უკანაფშავში სოფლების სახელდების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება.

ელექტრონული ტენდერი დუშეთის მერიამ 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება კი 21-დან 23 მარტამდე მოხდება. ბანერების შესყიდვისა და განთავსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 000-მდე ლარია გამოყოფილი. 

ტენდერში გამარჯვებულმა პირმა 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ბანერების განთავსება გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: დუმაცხო, ჩოხი, ზემო ჩოხი, გამსი, დიდებაანი, ზანდუკი, კიტოხი, ბაკურხევის ხეობა, მაქართა, ლუთხუბი, წინამხარი, ბახანი და დიხჩო, ასევე უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: უძილაურთა, შუაფხო, თხილიანა, გოგოლაურთა, ზარისჭალა, მუქო, მათურა, ხოშარა, ახადი, უკანაფშავი და ჭიჩო.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გუდამაყარსა და უკანაფშავში სოფლების აღმნიშვნელი ბანერების განთავსების მოთხოვნით, 2016 წლის ოქტომბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით მიმართეს. წინა მოწვევის საკრებულომ პეტიცია დააკმაყოფილა და მუნიციპალიტეტის გამგეობას სოფლებში ბანერების დადგმა დაავალა, მაგრამ ყოფილმა გამგებელმა ამ საკითხს ყურადღება არ მიაქცია. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა პეტიცია გაითვალისწინა და საკითხი დადებითად გადაჭრა. 

შეგახსენებთ, 2016 წელს, დუშეთის საკრებულომ გაითვალისწინა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ რეკომენდაცია და მოსახლეობის მიერ წარსადგენ ნებისმიერი სახის პეტიციაზე ხელმომწერთა სავალდებულო რაოდენობა გაანახევრა. 

სარეკომენდაციო წერილში აღნიშნული იყო, რომ მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, ხანგრძლივი მიგრაციული პროცესების გამო სოფლების დიდი ნაწილი მოსახლეობისგან დაცლილია. შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პეტიციების მომზადება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა.

მანამდე არსებული წესის თანახმად, დუშეთის მოსახლეობას საკრებულოში პეტიციის შეტანა შეეძლო მხოლოდ იმ პირობით, თუ მასზე ხელს აწერდა ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტისა. საკრებულოს რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ყველა სახის პეტიციაზე ხელმომწერთა სავალდებულო რაოდენობა განისაზღვრა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,5 %-ით. 

დუშეთის მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია 26 026 ამომრჩეველი, რაც იმას ნიშნავს, რომ პეტიციის წარსადგენად 130 ამომრჩევლის ხელმოწერაა საკმარისი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში