საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიან სოფლებში ბუნებრივ აირზე დავალიანება ბიუჯეტიდან დაიფარება

16:03 - 08 სექტემბერი 2017 hits 4560

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2015-2017 წლების ზამთრის სეზონზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება, რისთვისაც ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებიდან 843 690 ლარი გამოიყოფა.

ბიუჯეტიდან ანაზღაურებას დაექვემდებარება 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 მაისამდე და 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 მაისამდე პერიოდში საყოფაცხოვრებო (არაკომერციული) მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება. 

აღნიშნული შეღავათები გავრცელდება სოფლებზე: სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუღურე, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ყველა იმ სოფელზე, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. ასეთი სოფლების რაოდენობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 45-ია, დუშეთში კი 230.  

მოსახლეობის დავალიანების გადახდა ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება.                                                   

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში