საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ანდაქის ხეობაში ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:40 - 23 აგვისტო 2017 hits 13186

პირიქითა ხევსურეთში, ანდაქის ხეობაში, სოფლების ბახაოს და ანდაქის ტერიტორიაზე, ასევე ხიდოტნის მთაზე ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. ბახაოში ტოლხა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლი და საქონლის სადგომი დაიწვა. ძირითადად სათიბ საძოვრები იწვის, თუმცა დღეს საღამოს ცეცხლი ბახაოს თავში ფიჭვნარსაც მოედო.

ბახაოში, რომელიც ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა, ხანძარი გუშინ, დაახლოებით 12:00 საათზე გაჩნდა და მალევე გავრცელდა. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ხელმძღვანელი გაგა შეთეკაური, რომელიც ხევსურეთში იმყოფება, ამბობს, რომ ხანძრის გამო ძლიერი დაკვამლიანებაა სოფლებში ხონისჭალასა და ხონეშიც.

"წუხელ, ღამით, ხონედან ჩანდა, რომ ცეცხლი ხიდოტნის მთაზეც გავრცელდა. საკმაოდ დიდი ტერიტორია იწვოდა. ქარია და ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს. საბედნიეროდ, მთის ძირში ცეცხლს არ ჩამოუღწევია. ხონისჭალაში ქალები და ბავშვები არიან. ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ფხიზლად არიან", - უთხრა გაგა შეთეკაურმა "მთის ამბებს".

ანდაქის ხეობაში სამანქანო გზებიც არ არის. გზა სოფელ არდოტთან წყდება, იქიდან ბახაომდე კი 5 კილომეტრია, ანდაქამდე დაახლოებით 10 კილომეტრი. ბახაო ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზეა და იქ ერთი ადამიანი იმედა მურღუევი ცხოვრობს. ამ დროისთვის სოფელ ანდაქშიც რამდენიმე ადამიანია. პირიქითა ხევსურეთში, შატილს იქით სატელეფონო კავშირიც არ არის.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანდაქის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად თბილისის, ალგეთის და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერებიც გაემგზავრნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში