საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნიკა არაბული - 13 წლის გიდი ჯუთადან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:27 - 17 აგვისტო 2017 hits 9978

ნიკა არაბული 13 წლისაა. საზაფხულო არდადეგები რომ ეწყება, საკუთარ სოფელში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ჯუთაში მიიჩქარის.

ნიკოლოზი გიდია, ცხენი ჰყავს, რომლითაც ტურისტები სხვადასხვა მარშრუტზე დაჰყავს. ყველაზე ხშირად ტბაზე სთხოვენ წაყვანას. ორ საათს წინ და უკან სიარულს ანდომებენ, ერთი საათით კი ტბაზე ჩერდებიან. დღის განმავლობაში მხოლოდ 2 ასეთ რეისს თუ შეასრულებს.

თითო გასეირნება 50 ლარი ღირს. „ადრე ათ ლარს იღებდნენ“, თუმცა, უცხოელების მატებასთან ერთად, ფასებიც გაიზარდა. ტურისტების ნაწილი მომსახურებით უკმაყოფილო რჩება - ზოგს ცხენი არ მოსწონს, ზოგს თითოეული წაბორძიკება აშინებს. „უმნიშვნელო რაღაცეებზე ქმნიან პრობლემებს, ფულის გადახდა არ უნდათ რა“, - ამბობს ნიკოლოზი.

„სკოლა რომც იყოს ჯუთაში, აქ მაინც არ ვისწავლიდი, შებოჭილი ვიქნებოდი. ბევრ ადგილას მინდა ვიარო, თბილისში მინდა გავიარო, გავისეირნო ხოლმე. კარატეზე სიარულიც მინდა. აქ უბრალოდ არ არის მაგის შესაძლებლობა“.

13 წლის ნიკოლოზის უახლოესი გეგმა ინგლისური ენის სწავლას უკავშირდება. თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ უცხო ენა იცოდეს, ტურისტებთანაც თავისუფლად შევძლებ გამოლაპარაკებას და საზღვარგარეთაც გამომადგებაო.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში