საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

კინოდოკუმენტალისტი ნიკა წიკლაური მაღალმთიანი აჭარის პრობლემების შესახებ

13:44 - 15 აგვისტო 2017 hits 622

ნიკა წიკლაური კინოდოკუმენტალისტია. მრავალი წელია მთელ საქართველოში მოგზაურობს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობს და კარგად იცის, თუ როგორია მათი ცხოვრება. საკუთარი თვალით აქვს ნანახი, რომ უამრავი პრობლემის გამო, მაღალმთიან სოფლებში ადამიანთა ყოფა არც ისეთი რომანტიკულია, როგორც ეს ქალაქში მცხოვრებთ გონიათ.

„მაღალმთიანი აჭარა - ეს ის ადგილია, სადაც ველური ბუნება და ადამიანი ერთმანეთს ხვდება. იქ სადაც საოცარი, ხელუხლებელი, ბუნებაა, მკვეთრად გვხვდება ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გადაჭრილი გვაქვს, ადგილობრივებისთვის კი მძიმე ყოველდღიური ყოფის ნაწილია“.

„ჯარა“ გრძელი მორისაგან დამზადებული ქართული სკის და ნიკას ბოლო ფილმის (სტუდია Eco Films) სახელია. სამუშაოს სიმძიმის გამო, თაფლის მისაღებად ჯარას გამოყენების ტრადიცია, მაღალმთიანი აჭარის გარდა, დღეს თითქმის აღარსად გვხვდება.

საკუთარ გუნდათ ერთად, ნიკა წიკლაური, ფილმ-ზღაპარს წელიწადნახევრის განმავლობაში - მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფლებში იღებდა. მათ ობიექტივში არაერთი საინტერესო კადრი მოხვდა, მაგალითად: როგორ ნადირობს ორი მგელი დათვზე, როგორია „ქართველი“ როჭოების საქორწინო რიტუალები, ხარების შერკინების ტრადიცია და რაც მთავარია, როგორ ეშვებიან თავდაღმართში არაბებით (ე.წ. „სამაკატკა“) მაღალმთიანი აჭარის სოფლის მცხოვრები ბავშვები, ბავშვები, რომლებსაც განათლების მისაღებად, ყოველდღიურად, ყინვასა თუ თოვლში, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

ვიდეოში გამოყენებულია სტუდია Eco Films-ის მასალები
გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: Cheishvilig@gmail.com

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში