საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

26 წლის ევროპის ჩემპიონი მძლეოსნობაში და მისი წარმატებული ბიზნესი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:49 - 12 აგვისტო 2017 hits 18499

მორცხვობს და ეღიმება, თიანეთობაზე ამოდით და იქ ჩამწერეთო. არადა, საინტერესო ისტორია აქვს მოსაყოლი.

დაბა სიონში, დამბალხაჭოს გასაყიდად ოჯახთან ერთად, თიანეთის რაიონიდან, ახალსოფლიდან ჩამოვიდა. თუმცა, მისი პროდუქციის შესაძენად, რიგში მდგომმა ადამიანებმა არ იციან, რომ 26 წლის ნათია რიგიშვილი მძლეოსნობაში, კერძოდ კი ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში ევროპის ჩემპიონია.

ნათია ახალსოფლიდანაა. ბავშვობიდან სპორტის არაერთ სახეობაზე დადიოდა. მე-11 კლასში მძლეოსნობის წრეზე, იქიდან კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდა.

აღარც კი ახსოვს, ზუსტად რამდენჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ორივე სახეობაში, ჯამში 60-ზე მეტი მედალი მაქვსო. 2013 წელს, სლოვაკეთში, ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში ევროპის ჩემპიონი გახდა. 2015 წელს, თბილისის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, თიანეთში ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანა. წელს კი, მალტაში გამართულ ტურნირზე, ორივე სახეობაში ვერცხლის მედალი აიღო.

წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად, გორში, კოლეჯ „განთიადში“ - რძის ტექნოლოგიების პროგრამას სწავლობს. სურს, რომ წარმატებული ბიზნესი ჰქონდეს და დამბალხაჭოს წარმოება განავითაროს.

„თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ მაქვს. თბილისში ვვარჯიშობ, გორში ვსწავლობ, ბიზნესი კი ახალსოფელში მაქვს. ძალიან ძნელია, მაგრამ მონდომებაა მთავარი“.

უახლოეს მომავალში ნათიამ ორ დიდ მიზანს უნდა მიაღწიოს - დამბალხაჭოს წარმოება უნდა გაზარდოს და რაც მთავარია, 2020 წელს, საქართველოს სახელით - ტოკიოს ოლიმპიადაზე უნდა გამოვიდეს!

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში